წინასწარმეტყველება დანიელისა 6:27
26. პირისაგან ჩემისა დაიდვა რწმენაჲ ყოველსა შორის მთავრობასა მეფობისა ჩემისასა ყოფა მძრწოლარეთა და მოშიშთა პირისაგან ღმრთისა დანიილისისა, რამეთუ იგი არს ღმერთი ცხოველი და გებული საუკუნეთა, მეფობა მისი არა განირყუნეს და უფლება მისი ვიდრე დასასრულამდე.27. შეეწევის, და იჴსნის და იქმს სასწაულთა და ნიშთა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, რომელმან იჴსნა დანიილი პირისაგან ლომთასა.28. და დანიელ ესრეთ წარემართა მეფობასა შინა დარიოსისსა და მეფობასა შინა კჳროზ სპარსისასა.
წინასწარმეტყველება დანიელისა თავი 6