წინასწარმეტყველება დანიელისა 6:23
22. ღმერთმან ჩემმან მოავლინა ანგელოზი თჳსი და დაჴშნა პირნი ლომთანი და არა განმრყუნეს მე, რამეთუ წინაშე მისსა სიწრფოება ჩემი იპოვა და წინაშე შენსაცა, მეფე, შეცოდება არა ვყავ.23. მაშინ მეფე მრავლად მხიარულ იქმნა მის ზედა და დანიილისი თქუა აღმოყვანება მღჳმისაგან. და აღმოყვანებულ იქმნა დანიილ მღჳმით. და ყოველი განხრწნილება არა იპოვა მის თანა, რამეთუ ჰრწმენა ღმრთისა მიმართ მისისა.24. და თქუა მეფემან, და მოიყვანნეს კაცნი, შემასმენელნი დანიილისნი, და მღჳმესა ლომთასა შთაიყარნეს იგინი, და ძენი მათნი, და ცოლნი მათნი, და არღა მიწევნილ იყვნეს იატაკად მღჳმესა, ვიდრე ეუფლნეს მათ ლომნი და ყოველნი ძუალნი მათნი დააწულილნეს. ზ
წინასწარმეტყველება დანიელისა თავი 6