წინასწარმეტყველება დანიელისა 6:11
10. და დანიელმან, ვითარცა ცნა, ვითარმედ დაიწერა რწმენაჲ, შევიდა სახიდ თჳსსა, და სარკმელნი განღებულ მისდა ქორედთა შორის მისთა დამართით იერუსალიმისა, და ჟამთა დღისათა სამთა იყო მოდრეკილ მუჴლთა ზედა მისთა და მლოცველ და აღმსაარებელ წინაშე ღმრთისა მისისა, ვითარცა იყვის მოქმედი წინაპარ.11. მაშინ კაცთა მათ დაუმზირეს და პოეს დანიილი მოქენედ და მვედრებლად წინაშე ღმრთისა თჳსისა.12. და მოსრულნი ეტყჳან მეფესა: მეფე, არა განსაზღურებაჲ დააწესეა, რაჲთა ყოველმან კაცმან, რომელმანცა ითხოოს ყოვლისაგან ღმრთისა და კაცისა სათხოველი ვიდრე დღეთამდე ოცდაათთა, გარნა თჳნიერ შენსა, მეფე, შთავარდეს მღჳმესა ლომთასა? და თქუა მეფემან: ჭეშმარიტ არს სიტყუა და რწმენაჲ მიდთა და სპარსთაჲ და არა წარჴდეს.
წინასწარმეტყველება დანიელისა თავი 6