წინასწარმეტყველება დანიელისა 5:22
21. და კაცთაგან განიდევნა, და გული მისი მჴეცთა თანა მიეცა, და ვირთა თანა ველურთა მკჳდრობა მისი, და თივასა, ვითარცა ზროხასა, აჭამებდეს მას და ცუარისაგან ცისა სხეული მისი შეიღება, ვიდრეღა ცნა, ვითარმედ უფლებს ღმერთი მაღალი მეფობასა ზედა კაცთასა და, რომლისაცა უნდეს, მისცეს მას.22. და შენ, ძეო მისო ვალტასარ, არ დაიმდაბლე გული შენი წინაშე ღმრთისა, რომელმან ესე ყოველნი იცოდენ,23. და უფალსა და ღმერთსა ცათასა აჰმაღლდი, და ჭურჭელნი სახლისა მისისანი მოიხუენ წინაშე შენსა, და შენ, და დიდებულნი შენნი, და თანამყოფნი შენნი და ხარჭნი შენნი ღჳნოსა სუემდით მათ მიერ, და ღმერთთა ოქროსა და ვეცხლისა, რვალისა და რკინისა, და ძელისა და ქვისათა, რომელნი არა ჰხედვენ, და არა ესმის და არა იცნობენ, აქებდით. ხოლო ღმერთი, რომლისა მშჳნვაჲ შენი ჴელსა შინა მისსა და ყოველნი გზანი შენნი, იგი არა ადიდე.
წინასწარმეტყველება დანიელისა თავი 5