წინასწარმეტყველება დანიელისა 5:21
20. და ოდეს ამაღლდა გული მისი და სული მისი განძლიერდა გაამპარტავნებად შთამოქუევდა საყდრისაგან მეფობისა მისისა და პატივი მისი მიეღო მისგან,21. და კაცთაგან განიდევნა, და გული მისი მჴეცთა თანა მიეცა, და ვირთა თანა ველურთა მკჳდრობა მისი, და თივასა, ვითარცა ზროხასა, აჭამებდეს მას და ცუარისაგან ცისა სხეული მისი შეიღება, ვიდრეღა ცნა, ვითარმედ უფლებს ღმერთი მაღალი მეფობასა ზედა კაცთასა და, რომლისაცა უნდეს, მისცეს მას.22. და შენ, ძეო მისო ვალტასარ, არ დაიმდაბლე გული შენი წინაშე ღმრთისა, რომელმან ესე ყოველნი იცოდენ,
წინასწარმეტყველება დანიელისა თავი 5