წინასწარმეტყველება დანიელისა 4:31
30. მასვე ჟამსა სიტყუაჲ შესრულდა ნაბუქოდონოსორის ზედა, და კაცთაგან განიდევნა, და თივასა, ვითარცა ზროხა, ჭამდა, და ცუარისაგან ცისა სხეული მისი შეიღებვოდა, და თმანი მისნი, ვითარცა ლომთანი, განდიდნეს, და ფრჩხილნი მისნი, ვითარცა მფრინველთანი. ზ31. და შემდგომად დღეთასა მე, ნაბუქოდონოსორ, თუალნი ჩემნი ცად მიმართ აღვიხუენ და გრძნობანი ჩემნი მოიქცეს ჩემდამო, და მაღალი ვაკურთხე, და მცხოვნი საუკუნოდ ვაქე და ვადიდე, რამეთუ ჴელმწიფება მისი ჴელმწიფება საუკუნე, და მეფობა მისი ნათესავად და ნათესავად.32. და ყოველნი დამკჳდრებულნი ქუეყანისანი, ვითარცა არარა, შეირაცხნეს და ნებისაებრ მისისა ჰყოფს ძალსა შორის ცისასა და მკჳდრობასა შორის ქუეყანისასა და არა არს, რომელი წინადაუდგეს ჴელსა მისსა და ჰრქუას მას: რაჲ ჰყავ?
წინასწარმეტყველება დანიელისა თავი 4