წინასწარმეტყველება დანიელისა 4:21
20. და რამეთუ იხილა მეფემან ირისე და წმიდაჲ გარდამომავალი ზეცისაგან, და თქუა: დაკაფეთ ხე და განხრწენით იგი, თჳნიერ მორჩი ძირთა მისთა ქუეყანისა შორის აცადეთ და საკრველისა მიერ რკინისა და რვალისაჲსა, და მწუანვილითა გარისაჲთა და ცუარისა მიერ ცისაჲსა სრულიად გუარიანობდეს, და მჴეცთა თანა ველურთა ნაწილი მისი, ვიდრე არა შჳდნი ჟამნი იცვალნენ მის ზედა.21. ესე თანშეტყუება მისი, მეფე, და თანშეტყუება მაღლისა არს, რომელი მოიწია უფალსა ჩემსა ზედა მეფესა.22. და შენ განგდევნონ კაცთაგან და მჴეცთა თანა ველურთა იყოს მკჳდრობა შენი. და თივასა, ვითარცა ზროხასა, გაჭამებდენ შენ და ცუარისაგან ცისა სხეული შენი შეიღებოს. და შჳდნი ჟამნი იცვალნენ შენ ზედა, ვიდრემდის სცნა, ვითარმედ უფალ არს მაღალი მეფობისა კაცთაჲსა და, რომლისაჲცა სთნდის, მისცის იგი.
წინასწარმეტყველება დანიელისა თავი 4