წინასწარმეტყველება დანიელისა 4:20
19. შენ ხარ, მეფე, რამეთუ განსდიდენ და განძლიერდი და სიდიდე შენი განდიდნა და მისწუდა ცად მიმართ და უფლება შენი კიდეთა მიმართ ქუეყანისათა.20. და რამეთუ იხილა მეფემან ირისე და წმიდაჲ გარდამომავალი ზეცისაგან, და თქუა: დაკაფეთ ხე და განხრწენით იგი, თჳნიერ მორჩი ძირთა მისთა ქუეყანისა შორის აცადეთ და საკრველისა მიერ რკინისა და რვალისაჲსა, და მწუანვილითა გარისაჲთა და ცუარისა მიერ ცისაჲსა სრულიად გუარიანობდეს, და მჴეცთა თანა ველურთა ნაწილი მისი, ვიდრე არა შჳდნი ჟამნი იცვალნენ მის ზედა.21. ესე თანშეტყუება მისი, მეფე, და თანშეტყუება მაღლისა არს, რომელი მოიწია უფალსა ჩემსა ზედა მეფესა.
წინასწარმეტყველება დანიელისა თავი 4