...ას ხსნის, — როგორ ამტკიცებს თავის მორჩილთა უსაფრთხოებას იმ გარემოებების მეშვეობითვე, რომლებიც მოჩვენებითად მტრულნი და საწინააღმდეგონი არიან. რატომ, მითხარი, ეს მეფე ასეთ მზრუნველობას იჩენს მართლის მიმართ, მთელ ქალაქს აცნობებს მის შესახებ, დიდ და უდიდესი ყურადღების ღირს ადამიანად წარმოაჩენს? ასევე ნაბუქოდონოსორმაც (), სამი ყრმა რომ ღუმელში ჩააგდო და საქმით შეიტყო ამ ტყვე ჭაბუკთა სათნოება, დაიწყო მათი დიდება და ყველგან თავისი ენით აღამაღლებდა. სწორედ ამაში იხსნება განსაკუთრებით ღვთის ძალის სიდიადე, რომ იგი ღვთის მორჩილთა შესახებ თავად მათ მტრებს ქადაგებინებს. და მან, ვინც მრისხანებით ღუმლის გახურებას ბრძანებდა, როცა დაინახა, რომ ყრმათა სათნოებამ, ზეგარდამო შეწევნით, ცეცხლის ძალასაც სძლია, მეყსეულად გონება შეიცვალა და აღმოხდა: „მონანი ღმრთისა მაღლისანი!" შეხედე, როგორ ადიდებს არა მხოლოდ მათ, არამედ ყოველივეს მეუფესაც. „მონანი ღმრთისა მაღლისანი, — ამბობს, — გამოვედით და მოვედით!" (). რა მოგივიდა? შენ არ გადაეცი ისინი სასჯელს? შენ არ ბრძანე ღუმელი იმ ზომამდე გაეხურებინათ? დიახ, ამბობს, მაგრამ ახლა საკვირველ და საოცარ საქმეებს ვხედავ. ამ სტიქიამ, თითქოს საკუთარი ძალა დაივიწყა, თითქოს რაღაც ბორ...
წინასწარმეტყველება დანიელისა 3:95
94. და შემოკრბეს სატრაპესნი და სპისმყუანნი, და ადგილისმთავარნი და ძლიერნი მეფისანი და ჰხედვიდეს მამაკაცთა მათ, რამეთუ ვერ ეუფლა ცეცხლი სხეულთა მათთა, და თმაჲ თავისა მათისაჲ არ შეიტუსა და სარავარნი მათნი არა განირყუნეს, და საყნოსი ცეცხლისაჲ არა იყო მათ შორის.95. და თაყვანის-სცა წინაშე მათსა მეფემან უფალსა, და მიუგო ნაბუქოდონოსორ და თქუა: კურთხეულ არს ღმერთი სედრაქ, მისაქ და აბედნაქოსი, რომელმან მოავლინა ანგელოზი მისი და განარინნა მონანი მისნი, რამეთუ ესვიდეს მისდამი, და სიტყუა მეფისა უგულებელს-ყვეს და განსცნეს სხეულნი მათნი, რათა არა მკუთნველ იქმნენ, არცა თაყუანის-სცენ ყოველსავე ღმერთსა, არამედ ღმერთსა ხოლო მათსა.96. და მე დავსდებ რწმენასა, რაჲთა ყოველმან ერმან, ტომმან, ენამან, რომელმან უკუეთუ თქუას გმობაჲ ძჳნად ღმრთისა სედრაქ, მისაქ და აბედნაქოსსა, წარსაწყმედელად იყოს და სახლნი მათნი დასატაცებელად, ვინათგან არა ვინ არს ღმერთი სხუაჲ, რომელიმცა შემძლებელ იყოს ჴსნად ესრეთ.
წინასწარმეტყველება დანიელისა თავი 3