...ანებით ღუმლის გახურებას ბრძანებდა, როცა დაინახა, რომ ყრმათა სათნოებამ, ზეგარდამო შეწევნით, ცეცხლის ძალასაც სძლია, მეყსეულად გონება შეიცვალა და აღმოხდა: „მონანი ღმრთისა მაღლისანი!" შეხედე, როგორ ადიდებს არა მხოლოდ მათ, არამედ ყოველივეს მეუფესაც. „მონანი ღმრთისა მაღლისანი, — ამბობს, — გამოვედით და მოვედით!" (). რა მოგივიდა? შენ არ გადაეცი ისინი სასჯელს? შენ არ ბრძანე ღუმელი იმ ზომამდე გაეხურებინათ? დიახ, ამბობს, მაგრამ ახლა საკვირველ და საოცარ საქმეებს ვხედავ. ამ სტიქიამ, თითქოს საკუთარი ძალა დაივიწყა, თითქოს რაღაც ბორკილებით შეკრული, ისეთი მორჩილება გამოავლინა მათ მიმართ, რომ თმასაც კი არ შეეხო. აქედან კი უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს მოვლენა ადამიანური ბუნების ძალას აღემატება, რომ რაღაც გამოუთქმელი და ღვთაებრივი ძალა მოქმედებს აქ და ასეთ დიდ მზრუნველობას იჩენს ამ ყრმათა მიმართ. ხედავ ღვთის კაცთმოყვარეობას, — როგორ არ მიატოვა ღმერთმა თავისი მორჩილნი, თუმცა ღუმელში ჩაგდების ნება დართო, მაგრამ სურდა, ერთი მხრივ, ისინი კიდევ უფრო ედიდებინა, მეორე მხრივ კი, საკუთარი ყოვლისშემძლეობა ეჩვენებინა, მოამდოვრა მტანჯველის სული და ასეთი დიდი სულგრძელობა გამოავლინა? რა თქმა უნდა, არ იქნებოდა ისეთი საკვირველი, ღუმელში ჩაგდება რომ თავიდანვე არ დაეშვა,...
წინასწარმეტყველება დანიელისა 3:93
92. და მიმგებელმან თქუა მეფემან: ხოლო ვითარმე ვხედავ მამრთა ოთხთა ჴსნილთა და მოარულთა საშუალ ცეცხლისა და განყოფილებაჲ არა არს მათ შორის? და ხილვაჲ მეოთხისაჲ მსგავს არს ძისა ღმრთისა.93. მაშინ მოუჴდა ნაბუქოდონოსორ კარისა მიმართ საჴუმილისა ცეცხლისაჲსა მგზებარისა და თქუა: სედრაქ, მისაქ, აბედნაქო, მონანი ღმრთისა მაღლისანი, გამოვედით და მოვედით! და გამოვიდეს სედრაქ, მისაქ, აბედენაქო საშუალისაგან ცეცხლისა.94. და შემოკრბეს სატრაპესნი და სპისმყუანნი, და ადგილისმთავარნი და ძლიერნი მეფისანი და ჰხედვიდეს მამაკაცთა მათ, რამეთუ ვერ ეუფლა ცეცხლი სხეულთა მათთა, და თმაჲ თავისა მათისაჲ არ შეიტუსა და სარავარნი მათნი არა განირყუნეს, და საყნოსი ცეცხლისაჲ არა იყო მათ შორის.
წინასწარმეტყველება დანიელისა თავი 3