...2.
და რატომ ადანაშაულებს აქ ბაგეებს? კადნიერების არქონას აჩვენებს. რადგან სამი ყრმაც თითქმის ამასვე ამბობდა, როცა სახმილში იყვნენ: „არა არს ჩუენი აღება პირისა“ (). და ახლაც, რადგან ჟამი ჰიმნთა გალობისა და ქებისა იყო, ხოლო ზენა ძალებს ხედავდა, რომ ამას აკეთებდნენ, სამართლიანად მიჰყავს სიტყვა ბაგეებზე, რომლებიც უმთავრესად ასეთი მსახურებისკენ არიან მოწოდებულნი. მაგრამ თავისი ბაგეები ამის გამო უწოდა არაწმინდად; ხალხის ბაგეებზე კი ასე არ უთქვამს, არამედ იმიტომ, რომ ისინი დიდი ურჯულოებით იყვნენ აღვსილნი. „და მეუფე უფალი ვიხილე ჩემი თვალებით“ ()2. ამის გამო ვკვნესი და ვგლოვობო, ამბობს, რადგან ამოდენა პატივის ღირსი გავხდი, თუმცა უღირსი ვარ; ეს პატივი ჩემს ღირსებას აღემატება და ჩემს ბუნებას აჭარბებს....