მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება დანიელისა 3:24

23. და კაცთა მათ შემასმენელთა სედრაქ მისაქ, ავდენაქოჲსთა მოსწყუედდა მათ ალი ცეცხლისაჲ გარემოს და მამრნი იგი, სედრაქ, მისაქ და აბედნაქო, შეცჳვეს საშუალ საჴმილისა ცეცხლისაჲსა მგზებარისა შეკრულნი.24. და ვიდოდეს საშუალ მის ალისა, უგალობდეს ღმერთსა და აკურთხევდეს უფალსა.25. და წარდგომილმან შორის მათსა აზარია ილოცა ესრეთ, და აღმაღებელმან პირისა თჳსისამან შორის ცეცხლისა თქუა:
წინასწარმეტყველება დანიელისა თავი 3
24. და ვიდოდეს საშუალ მის ალისა, უგალობდეს ღმერთსა და აკურთხევდეს უფალსა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 117-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. უფლის სახელით ძლევა გამოუვალობაში:

...აშინ განსაკუთრებით აჩვენებს ღმერთი თავის ძალას: არა დასაწყისშივე, არამედ როცა ადამიანური მხრიდან ყველაფერი უიმედოდ ჩაითვლება. რადგან სწორედ ეს არის ღვთის შეწევნის ჟამი. ამიტომ არც ყრმები გამოიყვანა დასაწყისშივე, არამედ ღუმლის შემდეგ (); არც დანიელი - ჩავარდნამდე, არამედ შვიდი დღის შემდეგ (). ამიტომ ნუ მიაქცევ ყურადღებას საქმეთა ბუნებას, რომელიც სასოების წარკვეთაში აგდებს, არამედ ღვთის ძალას, რომელსაც უიმედოდ მიჩნეული საქმეები კეთილ სასოებამდე მიჰყავს. სწორედ ამას აჩვენებს ფსალმუნთმგალობელიც და სურს წარმოაჩინოს, რამდენად ადვილად პოულობს გზას ღვთის ძალა: შეუძლია არა მხოლოდ დასაწყისშივე, არამედ თვით საშინელებაში ჩავარდნილთა და შთანთქმულთა ამოყვანაც; მოისმინე, რა დაურთო: „ყოველი თესლები გარემომადგა მე“ (). ხედავ გაუქცეველ საფრთხეს? რადგან ბრძოლა არც მწკრივად გამართულთაგან იყო, არც პირისპირ მდგომთაგან; იგი შიგ...

სრულად ნახვა