..., არამედ ყოველივეს სულიერი სიბრძნით იტანდა და მომხდარში ერთი ნუგეში ჰქონდა: ეს ყველაფერი ღვთის ცოდნით ხდებოდა. როგორც სამი ყრმაც ამბობდა: „და უკუეთუ არა საცნაურ იყვნენ შენდა, მეფე, ვითარმედ ღმერთთა შენთა არა ვეკუთნვით და ხატსა ოქროსასა, რომელი აღსდგი, არ თაყუანის-ვსცემთ.“ (); ხოლო თუ ვინმე მათ ეტყოდა: „და რომელი სასოებით კვდებით?“ რას მოელით, ან რას ესავთ სიკვდილის შემდეგ, ცეცხლის შემდეგ, რადგან აღდგომის მოლოდინი ჯერ კიდევ არ იყო? მაშინ მოისმენდა პასუხს: „ჩვენთვის უდიდესი საზღაური სწორედ ეს არის — ღმერთისთვის სიკვდილი“; ასე დავითიც უდიდეს ნუგეშად მიიჩნევდა ამას: ღმერთმა იცოდა ეს ყველაფერი და მაინც არ აბრკოლებდა.
რადგან შეყვარებულიც კი ათასგზის აირჩევდა, სატრფოსთვის სიცოცხლე გაეწირა, თუმცა სიკვდილის შემდეგ მისგან არაფერს მოელოდა. ასევე ჩვენც გვმართებს, ყველაფერი დავითმინოთ არა სასუფევლის მოლოდინით და არც მომავალ სიკეთეთაგან რომელიმეს სასოებით, არამედ თვით ღმერთისთვის. მაგრამ მრავალნი ისე დაცემულნი და მოდუნებ...