წინასწარმეტყველება დანიელისა 2:45
44. და დღეთა შინა მათ მეფესათასა აღადგინოს ღმერთმან ცისამან მეფობა, რომელი საუკუნეთადმი არა განიხრწნას, და მეფობაჲ მისი ერსა სხუასა არა დაუშთეს და დააწულილნეს და განფიწლნეს მეფობანი ყოველნი, და იგი აღდგეს საუკუნეთადმი.45. ვითარგუარად იხილეს, რამეთუ მთისაგან გამოეკუეთა ლოდი თჳნიერ ჴელთასა, და დააწულილა კეცი, რკინაჲ, რვალი, ვეცხლი, ოქროჲ, - ღმერთმან დიდმან აუწყა მეფესა, რომელთა ჯერ-არს ქმნა ამათი, და ჭეშმარიტი ძილისშორისი და სარწმუნო თანშეტყუებაჲ მისი.46. მაშინ მეფე ნაბუქოდონოსორ დავარდა პირსა ზედა და დანიელსა თაყუანი-სცა და მანანაჲ და სულნელნი შეწირნა მისსა.
წინასწარმეტყველება დანიელისა თავი 2