...იმედოდ ჩაითვლება. რადგან სწორედ ეს არის ღვთის შეწევნის ჟამი. ამიტომ არც ყრმები გამოიყვანა დასაწყისშივე, არამედ ღუმლის შემდეგ (); არც დანიელი - ჩავარდნამდე, არამედ შვიდი დღის შემდეგ (). ამიტომ ნუ მიაქცევ ყურადღებას საქმეთა ბუნებას, რომელიც სასოების წარკვეთაში აგდებს, არამედ ღვთის ძალას, რომელსაც უიმედოდ მიჩნეული საქმეები კეთილ სასოებამდე მიჰყავს. სწორედ ამას აჩვენებს ფსალმუნთმგალობელიც და სურს წარმოაჩინოს, რამდენად ადვილად პოულობს გზას ღვთის ძალა: შეუძლია არა მხოლოდ დასაწყისშივე, არამედ თვით საშინელებაში ჩავარდნილთა და შთანთქმულთა ამოყვანაც; მოისმინე, რა დაურთო: „ყოველი თესლები გარემომადგა მე“ (). ხედავ გაუქცეველ საფრთხეს? რადგან ბრძოლა არც მწკრივად გამართულთაგან იყო, არც პირისპირ მდგომთაგან; იგი შიგნით იყო მომწყვდეული, თითქოს რაღაც ბადით შემოხვეული და ქსელებით შეკავებული - არა ერთის, ორისა და სამისაგან, ა...
წინასწარმეტყველება დანიელისა 14:30
29. და იხილა მეფემან, რამეთუ ზედდაესხმიან მას ფრიად და იძულებულმან მისცა მათ დანიილ.30. ხოლო მათ შთააგდეს იგი მღჳმესა მას ლომთასა, და იყო მუნ დღეთა ექუსთა.31. ხოლო იყვნეს მღჳმესა მას შინა შჳდნი ლომნი. და მიეცემოდა მათ დღივ ორი კაცისა გუამნი და ორნი პატრუჭაკნი. ხოლო მაშინ არა მიეცა მათ, რაჲთა შეჭამონ დანიილი.
წინასწარმეტყველება დანიელისა თავი 14