...შვილიც თავისთავად მანკიერი იყო, და ყველა მისი შთამომავალი გახრწნილი და უკეთურებისკენ გადახრილი; ამის შესახებ მოისმინე, რას ამბობს წერილი საყვედურით: «მამაჲ შენი ამორეველი და დედაჲ შენი ქეტტელა» (); და სხვა ადგილას საყვედურით: «თესლო ქანანისაო და არა იუდასო» (). მაგრამ, შევიტყვეთ რა, რა სასჯელს დაექვემდებარა მამის სიშიშვლის გამჟღავნებელი, ახლა ისიც უნდა მოვისმინოთ, რა ჯილდოს იმსახურებენ, ვინც მამისადმი ასეთი პატივისცემა და მოწიწება გამოიჩინა. «და თქუა», ნათქვამია, (ნოემ): «კურთხეულ არს უფალი ღმერთი სემისი და იყოს ქანან მონა მისსა» (). ეს, შესაძლოა, იტყვის ვინმე, არ ნიშნავს სემის კურთხევას. პირიქით, აქ ნოემ ყველაზე მაღალი კურთხევა გადასცა. მართლაც, როცა ღმერთი ადამიანებისგან იდიდება და იკურთხება, ჩვეულებრივ, უხვ კურთხევას უწყალობებს მათ, ვისი გამოც თავად იკურთხება. ამიტომ ნოემ, ღმერთს რომ აკურთხა, თითქოს უფრო დიდ კურთხევაზე ავალდებულა და სემს უფრო დიდი საზღაური მოუპოვა, ვიდრე რომ თავად აკურთხოს. როგორც იმ შემთხვევაში, როცა ღმერთი ჩვენი გამო იკურთხება, ის დიდი კურთხევით გვაღირსებს, ასევე, პირიქით, როცა სხვები ჩვენი გამო ჰგმობენ მას,...
წინასწარმეტყველება დანიელისა 13:56
55. და თქუა დანიელმან: მართლიად სიტყუე თავისა მიმართ შენისა, რამეთუ, ეგერა, ანგელოზი ღმრთისაჲ, მიმღებელი ღმრთისაგან განჩინებასა, განგხეთქს შენ შუა.56. და გარდამადგინებელმან მისმან ბრძანა მოყვანება სხჳსა და ჰრქუა მას: თესლო ქანანისაო და არა იუდასო, შუენიერებამან შეგაცთუნა შენ და გულისთქმამან გარდააქცია გული შენი.57. ესრეთ უყოფდით ასულთა ისრაჱლისათა და იგინი შიშნეულნი გზრახვიდეს თქუენ, გარნა არა ასულმან იუდაჲსამან დათმო უსჯულოებაჲ თქუენი.
წინასწარმეტყველება დანიელისა თავი 13