წინასწარმეტყველება დანიელისა 11:6
5. და განძლიერდეს მეფე სამხრისა, და ერთი მთავართა მისთაგანი განძლიერდეს მის თანა და ეუფლოს უფლებათა მრავალთა გარეშე ჴელმწიფებისა მისისა.6. და შემდგომად წელთა მათთა შეიყვანნენ, და ასული მეფისა სამხრისა შევიდეს მეფისა მიმართ ბღუარისაჲსა ყოფად ზავისა მის თანა, და ვერ დაიპყრას ძალი ძლიერებისაჲ, და არა დადგის თესლი მისი, და მიეცეს იგი და მომყვანებელნი მისნი და ჭაბუკაჲ და განმაძლიერებელი მისი სამთა შინა ჟამთა.7. და აღდგეს ყუავილისაგან ძირისა მისისა განმზადებულებასა ზედა მისსა და მოვიდეს ძალისა თანა და შევიდეს სიმტკიცეთა მიმართ მეფისა ჩრდილოსათა, და ქმნას მათ შორის და განძლიერდეს.
წინასწარმეტყველება დანიელისა თავი 11