წინასწარმეტყველება დანიელისა 10:2
1. წელსა შინა მესამესა კჳროს მეფისასა სპარსთაჲსასა სიტყუაჲ გამოეცხადა დანიელსა, რომელსა სახელად ზედეწოდა ვალტასარ, და ჭეშმარიტ არს სიტყუაჲ, და ძალი დიდი და გულისხუმის-ყოფა მოეცა ჩუენებასა შინა.2. მათ დღეთა შინა მე, დანიელ, ვიყავ მგლოვარე სამსა შჳდეულსა დღეთასა.3. პური გულისსათქმელი არა ვჭამე, და ჴორცი და ღჳნო არ შევიდა პირად ჩემდა და საცხებელი არ ვიცხე ვიდრე დასასრულამდე სამთა შჳდეულთა დღეთასა.
წინასწარმეტყველება დანიელისა თავი 10