წინასწარმეტყველება ანგიასი 2:4
3. თქუ ზორობაბელის მიმართ სალათიელისისა, ტომისაგან იუდასსა და იისუჲს მიმართ იოსედეკისისა, მღდელისა დიდისა და ყოველთა დანაშთომთა ერისათა მეტყუელმან:4. ვინ არს თქუენგანი, რომელმან იხილა სახლი ესე დიდებასა შინა მისსა წინაპარსა და ვითარ თქუენ ხედავთ მას აწ, ვითარცა არამყოფსა თქვენ წინაშე?5. და აწ განძლიერდი, ზორობაბელ! - იტყჳს უფალი, - და განძლიერდი, იოსედეკ, მღდელი დიდი! და განძლიერდინ ყოველი ერი ქუეყანისა, - იტყჳს უფალი, და იქმოდეთ (მით, რამეთუ მე თქუენ თანა ვარ, იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი).
წინასწარმეტყველება ანგიასი თავი 2