მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ანგიასი 2:10

9. ჩემი არს ვეცხლი და ჩემი არს ოქროჲ, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი,10. მით, რამეთუ დიდ იყოს დიდებაჲ სახლისა ამის უკუანაჲსკნელი, უფროს პირველისა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - და ადგილსა ამას შინა მივსცე მშჳდობა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი (და მშჳდობაჲ სულისაჲ მოურნეობად ყოველსა მგებელსა აღდგინებად ტაძრისა მის).11. მეოთხესა და მეოცესა მეცხრისა თჳსასა, წელსა მეორესა დარიოსისა ზე, იქმნა სიტყუა უფლისაჲ ანგეას მიმართ, წინაწარმეტყუელისა მეტყუელი.
წინასწარმეტყველება ანგიასი თავი 2
10. მით, რამეთუ დიდ იყოს დიდებაჲ სახლისა ამის უკუანაჲსკნელი, უფროს პირველისა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - და ადგილსა ამას შინა მივსცე მშჳდობა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი (და მშჳდობაჲ სულისაჲ მოურნეობად ყოველსა მგებელსა აღდგინებად ტაძრისა მის).

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 47-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. აღდგენილი სიონი და შთამომავლობის სწავლება:

...როგორიც დაკარგეს, არამედ ბევრად უკეთესი, უფრო ბრწყინვალე, უფრო გამოჩენილი, უფრო დიდი, უფრო უხვი, უფრო ძლიერი და უფრო ვრცელი — თავისი შენობებით, სავაჭრო საქონლით, ძალითა და ქონებრივი სიმდიდრით.

რადგან ამბობს: „დიდ იყოს დიდებაჲ სახლისა ამის უკუანაჲსკნელი, უფროს პირველისა“ (). იგი ხალხს შეაგონებს და თითქმის ამას ეუბნება: აჰა, ეს ქალაქი, უიმედოდ მიჩნეული, იმედგადაწყვეტილი, ნანგრევად ქცეული, როგორ დაუბრუნდა უფრო ბრწყინვალე სახეს? მაშ, სწორედ ეს ყველაფერი შეისწავლეთ: მისი ნაგებობები, ბრწყინვალება, დიდებულება, რათა აქედანაც შეიცნოთ ღვთის ძალა — როგორ გახადა მან უიმედოდ მიჩნეული ქალაქი უფრო დიდი — და თქვენს შთამომავლებს მოუთხროთ ღვთის ძალა და მისი განგების უწყვეტობა: რომ იგი მარადის ჩვენზე ზრუნავდა, წინამძღვრობდა და გვმწყემსავდა. რადგან ეს მოთხრობები შემდეგ მოსულთათვისაც დიდი სიბრძნისმოყვარეობის საფუძველი იქნება, უაღრესად ზუსტი ღვთისშემეცნების საწყისი და სათნოებაზე ზრუნვის აღმძვრელი. ამიტომ უბრძანებს ხალხს ქალაქის შემოვლას, რათა თავიანთი შთამომავლების ზუ...

სრულად ნახვა