წინასწარმეტყველება ამოსისი 7:9
8. და თქუა უფალმან ჩემდამო: რასა ხედავ შენ, ამოს? და ვთქუ: ადამასსა. და თქუა უფალმან: აჰა, მე დავამტკიცე ადამანტი საშუალ ერისა ჩემისა ისრაჱლისასა, არღა მერმე შევსძინო თანაწარსვლად მისსა.9. და უჩინო იქმნნენ ბომონნი სიცილისანი და საზორველნი ისრაჱლისანი მოოჴრდენ და აღვდგე სახლსა ზედა იერობოამისსა მახჳლით.10. და განავლინა ამასია მღდელმან ბეთელისამანი ერობოამის მიმართ, მეფისა ისრაილისა, მეტყუელმან: მიმოქცეულებათა ჰყოფს ძჳნად შენდა ამოსს შორის სახლსა ისრაჱლისსა. ვერ შემძლებელ არს ქუეყანა დათმენად ყოველთა ამათ სიტყუათა
წინასწარმეტყველება ამოსისი თავი 7