...ვის, ვინც ყოველივე ამას ზედმიწევნით სწავლობს, საკმარისიც არის და ძალმოსილიც, რომ მადლიერებისკენ აღძრას. ამას ცხადყოფდა ღმერთი ერთი წინასწარმეტყველის პირით, როცა სასჯელებსაც კეთილისყოფად წარმოაჩენდა და ამბობდა: „დაგაქციენ თქუენ, ვითარცა დააქცია ღმერთმან სოდომაჲ და გომორრაჲ“ (); „და დაგცენ თქუენ ჴურვებისა მიერ და გჳნისა მიერ“ (). და კვლავ სხვა წინასწარმეტყველის პირით: „აღმოგიყვანე შენ ქუეყანისაგან ეგჳპტისა და სახლისაგან მონებისა განგათავისუფლე შენ“ (); ასე სასჯელებსაც კეთილისყოფათა რიგში აქცევდა. ასევეა ესენიც; რადგან ესენიც კეთილს გვიყოფენ, გვასწორებენ, გვასწავლიან, გვზრდიან და ბოროტებას ძირიანად კვეთენ.
ადამიანები ზოგს კეთილისყოფით აკეთებენ, ზოგს კი სიძულვილითა და ზურგშექცევით; ღმერთი კი ყველაფერს სიყვარულით აკეთებს, კერძოდ: კეთილისმყოფელმა დასვა სამოთხეში და კვლავ კეთილისმყოფელმა განდევნა სამოთხიდან; კეთილისმყოფელმა მოავლინა წარღვნა და კეთილისმყოფელმა ჩამოიტანა სოდომელთა ის ცეცხლი....