...ღმერთს კაცობრივ სახეს მიაწერენ, რადგან წერილში ითქმის, რომ მას ხელები, ფეხები და თვალები აქვს? ნუთუ ზეცაში მშვილდებია, ისრები, სალესი, მახვილი და კაპარჭი? და მართლაც, სხვა ამბობს: „შენ რომ შეხედავ, მთები შენ წინაშე შეძრწუნდებიან“ (). და თვითონ ესეც ამბობს: „რომელი მოხედავს ქუეყანასა ზედა და ჰყოფს მას შეძრწუნებულ“ (). ხოლო თუ იგი მხოლოდ შეხედვით მიწას და ქვათა ბუნებასაც კი ადნობს, მით უფრო შეძლებს ამას ადამიანებზე. მაშ, რატომ ითქმის, რომ მას მახვილი და მშვილდი აქვს, როცა მას შეუძლია ქვეყნიერება მხოლოდ შეხედვით დაამხოს, უფრო სწორად კი, მხოლოდ ნებითაც? რადგან მას, ვინც იგი მხოლოდ ნებით შექმნა, ცხადია, მხოლოდ ნებითვე შეუძლია მისი აღხოცვაც. რადგან თუ „ჴელსა შინა მისსა არიან ყოველნი კიდენი ქუეყანისანი“ (), და „დამკჳდრებულნი მას ზედა, ვითარცა მკალნი“ (), და **...
წინასწარმეტყველება ამბაკუმისი 3:10
9. გარდამცუმელი გარდაუცუამ მშჳლდსა შენსა სკიპტრათა ზედა, - იტყჳს უფალი, - მდინარეთა განიპოს ქუეყანაჲ.10. გიხილონ შენ და ელმოდის ერთა. განმაბნეველმან წყალთამან სლვად მისსა მოსცა უფსკრულმან ჴმაჲ მისი, სიმაღლე საოცრებისა მისისაჲ.11. ამაღლდა მზე და მთოვარე დადგა წესსა ზედა მისსა. ნათლად სატყორცნი შენნი ვიდოდიან. ბრწყინვალებად ელვისა საჭურველი შენი.
წინასწარმეტყველება ამბაკუმისი თავი 3