მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ამბაკუმისი 2:4

3. მით, რამეთუ ჯერეთ ხილვაჲ არს ჟამისადმე და აღმოჰჴდეს დასასრულადმე და არა ჟამიეად უკეთუ მოაკლდეს, დაუთმე მას, რამეთუ მომავალი მოვიდეს და არა ყოვნოს.4. უკეთუ სწიწნეულობდეთ, არა სთნავს სულსა ჩემსა მის შორის, ხოლო მართალი ჩემი სარწმუნოებისაგან ცხონდეს.5. ხოლო მართალი, სარწმუნოებითა ჩემითა ცხონდეს, თავისმოთნე იგი. და შეურაცხის-მყოფელმან მამაკაცმან ზეჰარმან ვერარაჲ სრულ-ყოს, რომელმან განავრცო, ვითარცა ჯოჯოხეთმან, სული თჳსი და ესრეთ, ვითარცა სიკუდილმან არ აღვსებულმან, და შეკრიბნეს მის ზედა ყოველნი ნათესავნი და შეიწყნარნეს მისდა მიმართ ყოველნი ერნი.
წინასწარმეტყველება ამბაკუმისი თავი 2
4. უკეთუ სწიწნეულობდეთ, არა სთნავს სულსა ჩემსა მის შორის, ხოლო მართალი ჩემი სარწმუნოებისაგან ცხონდეს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი ა̂. პირველად უკუე შემდგომად დაწყებისა — განშჯისათჳს წარმართთაჲსა, რომელნი-იგი არა იმარხვენ ბუნებითსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ სიმართლე ღმრთისაჲ მას შინა გამოცხადნების სარწმუნოებითი-სარწმუნოებად, ვითარცა წერილ არს: მართალი სარწმუნოებითა ცხონდეს (1,17).:

...ულისაგან სარწმუნოებად ქრისტესსა.

ესე რაჲ თქუა მოციქულმან, უწყოდა ვიეთგანმე ურწმუნოდ აღჩენაჲ სიტყჳსაჲ ამის, თუ: ვითარ მეძავთა და მემრუშეთა და გრძნეულთა, არა ხოლო შენდობაჲ, არამედ სიმ ართლეცა მიენიჭების ქრისტეს მიერ? ამისთჳს ძუელთა წიგნთა წამებაჲ შემოიღო ამბაკუმის მიერ, ვითარმედ: "მართალი სარწმუნოებითა ცხონდეს" (). და მცირითა ამით სიტყჳთა განაღო უფსკრული მრავალსახეთა მათ თხრობათაჲ, რომელ აღმოგჳკითხვან, თუ რაოდენნი ცხონდეს სარწმუნოებითა.

მოციქულისაჲ: რამეთუ გამოჩინებად არს რისხვაჲ ღმრთისაჲ ზეცით ყოველსა ზედა უღმრთოებასა და სიცრუესა კაცთასა, რომელთა ჭეშმარიტებაჲ სიცრუით აქუნდა (1,18).

მოცხადთა ღმრთისა საჲთა, ხოლო ესენი — ბითა რისხვისა , რამეთუ სიცრუით აქუნდა ჭეშმარიტებაჲ, არს ღმრთისმსახურებ, და ძალსა მას ღმრთისმეცნიერებისასა სიცრუით წარაგებდეს კერპთმსახურებასა ზედა. ამისთჳსცა მსგავსად მათს...

სრულად ნახვა
თავი ვ̂. ვითარმედ შჯული არა განამართლებს, არამედ ამხილებს და წყევასა შესთხევს, რომელი დაჰჴსნა ქრისტემან
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და რამეთუ შჯულითა არავინ განმართლდების ღმრთისა წინაშე, ცხად არს, რამეთუ მართალი სარწმუნოებითა ცხოვნდეს. ხოლო შჯული არა არს სარწმუნოებისაგან, არამედ, ყოს თუ იგი ვინმე კაცმან, ცხონდეს მას შინა (3,11-12).:

...ყოველსავე წერილსა მას შინა. ამისთჳს, დაღაცათუ კაცთა წინაშე მართალ ჩნდეს ზოგისა აღსრულებისათჳს, არამედ ღმრთისა წინაშე ვერვე სრულ არს დაკლებულისა მისთჳს, რამეთუ მას არა დაეფარვის კნინ-ოდენიცა ნაკლულევანებაჲ, არამედ ყოველივე ცხად არს წინაშე მისსა. და ამას წამებს ამბაკუმ, ვითარმედ: "მართალი სარწმუნოებითა ცხონდეს" (), და არა საქმეთაგან. ხოლო შჯული არა სარწმუნოებითა გონებისაჲთა, არამედ მოქმედებითა თჳსთა ბრძანებათაჲთა აცხოვნებს კაცსა, რომლისათჳს იტყჳან მეორე შჯული და ეზეკიელ, ვი-თარ-იგი უსაკუთრეს არს: არამედ რომელმან ყვნეს იგი, ცხონდეს მათ შინა. ესე იგი არს, ვითარმედ მოქმედებითა მათითა იქმნების ცხორებაჲ მოქმედისაჲ მის მას შინა. ხოლო ურჩთა და არა-მოქმედთა სტანჯავს და მოჰკლავს, რაჲთა ვერღარა იყვნენ მას შინა.

მოციქულისაჲ: ქრისტემან მოგჳყიდნა წყევისა მისგან შჯულისა და იქმნა ჩუენთჳს წყევასა ქუეშე, რამეთუ წერილ არს: წყეულ იყავნ ყოველი, რომელი დამოეკიდოს ძელსა (3,13).

თარგმანი: რაჲთა არა თქუან მათ, ვითარმედ: "აბრაჰამ ამისთჳს სარწმუნოებითა ოდენ განმართლდა, რამეთუ პირველ შჯულისა იყო, და არა იყო მის ზედა წყევაჲ გარდამავალობისა მისისაჲ, ხოლო აწ ჩუენ, შემდგომად შჯულისა მყოფნი, ვინღა მიჴსნნეს წყევისაგან შჯულისა, უკუეთუ განვადგეთ მას?" — ამისა დასაჴს...

სრულად ნახვა