მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ამბაკუმისი 1:3

2. ვიდრე რომლისამდე, უფალო, ვღაღადებდე და არა ისმენ, ვჴმობ შენდამი დაჭირვებული და არა მიჴსნი?3. რაჲსათჳს მიჩუენენ მე ტკივილნი და შრომანი ზედადახედვად საარებისა და უთნოობისა და წინაშე ჩემსა იქმნა მსჯავრი და მსაჯული მიიღებს.4. და ამისთჳს განქარვებულ არს შჯული. და არ მიიწევის სრულებად სამართალი, რამეთუ უთნო ჰმძლავრობს მართალსა. ამისთჳს გამოვალს მსჯავრი გულარძნილი.
წინასწარმეტყველება ამბაკუმისი თავი 1
3. რაჲსათჳს მიჩუენენ მე ტკივილნი და შრომანი ზედადახედვად საარებისა და უთნოობისა და წინაშე ჩემსა იქმნა მსჯავრი და მსაჯული მიიღებს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 29. "და იწყო ნოე, კაცმან საქმედ ქუეყანისა" (დაბ 9:20-21)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. წერილის კითხვის სულიერი სარგებელი:

...ეზეკ 9:8); რომ დანიელი ტირის და ამბობს: არარაობამდე დაგვიყვანეს ყველა ხალხში; ამოსი: «შეინანე, უფალო, ამას ზედა» (); ამბაკუმი: «რაჲსათჳს მიჩუენენ მე ტკივილნი და შრომანი», და სხვა ადგილას: «და ჰყოფ კაცთა, ვითარცა თევზთა ზღჳსათა» (); მოისმენს ასევე, რომ უნეტარესი მოსეც ამბობს: «უკუეთუ არა, აღმჴოცე მეცა წიგნსა მისგან, რომელსა დამწერე» (); იგივე, როცა ღმერთმა აღუთქვა, მრავალრიცხოვანი ხალხის ბელადად გახდომა და უთხრა: «და აწ მიტევე მე... და აღვჴოცნე იგინი და გყო შენ ნათესავად დიდად» (), არც ამას დაეთანხმა, არამედ ისურვა ებრაელთა წინამძღოლი დარჩენილიყო. და ქვეყნიერების მოძღვარი, ნეტარი პავლე, ამბობს: «რამეთუ ვილოცევდ მე შეჩუენებულ-ყოფად თავსა ჩემსა ქრისტესგან ძმათა ჩემთათჳს და ნათესავთა ჩემთა ჴორციელად» ().

3. ნოეს სიმთვრალე და ღვინის წარმოშობა (9:20-21)

ხედავთ, როგორ იჩენდა თითოეული მართალი ახლობლების მიმართ დიდ თანალმობას? წარმოიდგინეთ ამ მართლის (ნოეს) მდგომარეობა და განსაჯეთ, რამდენს უნდა ეტანჯა და ემწუხარა,...

სრულად ნახვა
თავი კ̂. პავლეს მიერ სწავლაჲ ქრისტესთჳს შესაკრებელსა შინა ჰურიათასა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
იხილეთ, ნუ-უკუე მოიწიოს თქუენ ზედა თქუმული იგი წინაჲსწარმეტყუელთა შინა: იხილეთ შეურაცხის-მყოფელთა მაგათ, დაგიკჳრდინ და განირყუნენით, რამეთუ საქმესა ვიქმ მე დღეთა თქუენთა. საქმესა, რომელი-იგი არა გრწმენეს, უკუეთუ ვინმე გითხრას თქუენ (13,40-41).:

...თარისა ამის მადლისა შეურაცხის-მყოფელთასა, სიტყუათაგან ამბაკუმისთა, რომელი-ესე მაშინ თქუა წინაჲსწარმეტყუელმან, რაჟამს სულმოკლე და მწუხარე იქმნა უმშჯავროებასა ზედა ისრაელისა მსაჯულთასა, და ეტყოდა ღმერთსა: "რაჲსათჳს-მე მიჩუენენ მე შრომანი ხილვად უბადრუკებაჲ და უღმრთოებაჲ მათგან, რომელნი უშჯულოებენ იერუსალემს შინა" (). ამას იტყოდა დრტჳნვით სულგრძელებათა მიმართ და ძჳრუჴსენებელობათა ღმრთისათა, ვითარმცა მათ მიერ განლაღებულ იყვნეს უშჯულონი. ხოლო ღმერთმან ყოფადთა საქმეთა წინაჲსწარ ცნობითა ნუგეშინის-სცა ურვასა მისსა, და მისითავე პირითა იწყო სიტყუად მათდა მიმართ, რომელთათჳს-იგი დრტჳნვიდა: იხილეთ შეურაცხის-მყოფელთა მაგათ, დაგიკჳრდინ და უჩინო იქმნენით. რამეთუ საქმესა ვიქმ მე დღეთა თქუენთა, საქმესა, რომელი-იგი არა გრწმენეს, უკუეთუ ვინმე გითხრას თქუენ. ხოლო ძალი სიტყუათაჲ ამათ ესე არს, ვითარმედ: შენ მეტყჳ წინაჲსწარმეტყუელო, რაჲთა ვტანჯნე შეურაცხის-მყოფელნი, გარნა ძე არა ტანჯვითა განვეცხადები ჯერეთ, არამედ საქმითა განსაკჳრვებელითა, რომელსა ვიქმ დღეთა მათთა, ესე იგი არს, მოკლებასა მთავართა იუდაჲსთასა, საქმესა, რომელი თჳნიერ სარწმუნოებისა თხრობითა ოდენ ვერ დასარწმუნებელ არს. რამეთუ რაჲ უსაკჳრველეს და უსაზარელეს არს სმენად ამისსა, ვითარმედ ღმერთმან ჴორცნი...

სრულად ნახვა