_. პირსა მართლისასა გამოვალს სიბრძნე, ხოლო ბაგენი კაცთა ბრძენთანი მასწავლელ მადლისა, პირმან ბრძნისამან იწუართის სიბრძნე, ხოლო სიმართლემან იჴსნის იგი სიკუდილისაგან._. აღსრულებასა კაცისა მართლისასა არა მოაკლდეს სასოება._. შვილი მართალი იშვის ცხოვრებად და კეთილსა შინა თჳსსა ნაყოფი სიმართლისა მოისთულის._. ნათელი მართლისა მარადის და უფლისა მიერ პოონ მადლი და დიდებაჲ._. ენამან მართლისამან უწყის კეთილი და გულსა შინა მათსა განისუენებს სიბრძნე._. უყუარან უფალსა წმიდანი გულითა და სათნო მისსა ყოველნი უბიწონი გზასა._. სიბრძნე უფლისა განანათლებს პირსა გონიერთასა,(6,13b). რამეთუ მიიწევის მათდა, რომელთა გულს-უთქუამს მისთჳს წინაწარცნობადმდე(6,13a). და ადვილად იხილვების და უშრომელად მოყუარეთა მისთაგან,(6,14). რომელმან აღიმსთოს მისსა მიმართ, არა დაშურეს.(6,15). და რომელი იღჳძებდეს მის წინაშე ადრე, უზრუნველ იქმნეს,(6,16). რამეთუ ღირსთა მისთა თჳთ იგი მიმოვალს და ეძიებს. და აჰა, გულთა მისთა ეოცების მათ მხიარულებად,(7,30). რამეთუ სიბრძნესა ვერსადა ჰმძლავრობს ბოროტი.(8,2b). ამისთჳსცა ვეტრფიალე სიკეთესა მისსა(8,2a). და შევიყუარე ესე და ვეძიებდ სიჭაბუკით ჩემითგან და ვეძიებდ სძლად მოყვანებად ჩემდა,(8,3). რამეთუ ყოველთა მფლობელმანცა შეიყუარა იგი, რამეთუ საიდუმლო არს იგი ღმრთისმეცნიერებისა და მომპოვნებელი საქმეთა მისთა,(8,7). შრომანი მისნი არიან სათნოებანი. ხოლო სიწმიდესა და გონიერებასა ესე ასწავებს. და სიმართლესა და სიმჴნესა, რომლისა უსაჴმარეს არარაჲ არს ცხორებასა შინა კაცთათჳს.(8,8). უკუე ვისმე გამოცდილება სწადის, იცის დასაბამი, სადა მომპოვნებელი იგი შეამსგავსის, იცის ქცეულება სიტყუათა და განჴსნა იგავთა. სასწაულნი და ნიშნი წინაწარ იცნის და განსვლა ჟამთა და წელიწადთა.(8,17). და ყოველივე არს სახე კეთილისა, რამეთუ უკუდავება არს მას შინა(8,18). და რჩეულ-კეთილობის-ზიარებასა სიტყუათა მისთასა.(8,21). ამისთჳს შევემთხჳე უფალსა და ვევედრე მას და ვთქუ ყოვლითა გულითა ჩემითა:(9,1). ღმერთო მამათაო და უფალო წყალობათაო, რომელმან შექმნეს ყოველი სიტყჳთა შენითა(9,2). და სიბრძნითა შენითა დაჰბადე კაცი, რათა უფლებდეს შენ მიერ ქმნულთა დაბადებულთა ზედა(9,3). და განაგებდეს სოფელსა სიწმიდით და სიმართლით,(9,4). მომეც მე წინაშე შენსა საყდარ მდგომი სიბრძნე და ნუ განმაგდებ მე მონათაგან შენთა,(9,5). რამეთუ მე - მონა შენი და ძე მჴევლისა შენისა.(9,10). და გამოავლინე იგი შენით წმიდით სამკჳდრებელით საყდრისაგან დიდებისა შენისა, რათა ჩემ თანა იყოს და მასწავოს მე, რა-იგი არს სათნო წინაშე შენსა.(9,11). და მიძღოდის მე მეცნიერებითა თჳსითა და დამიცვას მე დიდებითა მისითა,(9,14). რამეთუ გულის-სიტყუანი მოკუდავთანი მოშიშ და საცთომელ განზრახვანი მათნი.