...ებით კარგად დაინახო, რამდენი გონიერება ღვთის სიბრძნემ ადამიანურ ბუნებაში ჩადო. დიდ გზებზე მოგზაურობისას ისე კარგად არ იციან მოსახვევები, როგორც მეზღვაურები წყალზე ზუსტად იცავენ გზას. ამიტომ წერილიც, ღვთის უსაზღვრო სიბრძნით გაოცებული, ამბობს: „მიეც ზღუასა ზედა გზა და ღელვათა ზედა ალაგნი კრძალულნი" (). რომელი ადამიანური გონება შეძლებს ამის ჩაწვდომას? ასეთივე გონივრული მოწყობა იპოვი იმაშიც, რაც ადამიანთა საკვებს ეხება: ყოველი დროისა და ყოველი წლის დროისთვის უფალმა სხვადასხვა საკვები მოგვცა, და მიწა, როგორც კეთილი ძიძა, შემოქმედის ბრძანებას მორჩილი, თავის საჩუქრებს გვიძღვნის.
2. დიდმარხვა და სულიერი სიმდიდრის შეძენა
მაგრამ, რათა ეს სიტყვა ზედმეტად არ გავაგრძელო, თქვენ, როგორც გონიერმა ადამიანებმა, თავად შეგიძლიათ დანარჩენიც გამოიცნოთ: „ეც ბრძენსა მიზეზ და უბრძნეს იყოს" (). არა მხოლოდ ჩვენს საკვებზე ეს ჩანს, არამედ უტყვ ცხოველთა საკვებზეც. სხვა მრავალი რამიდანაც შეგიძლიათ, თუ ინდომებთ, კვლევის გზით შეიცნოთ უმაღლესი ხელოვანის, ღვთის, გამოუთქმელი სიბრძნე და უსაზღვრო სახიერება, შეიცნოთ, რომ ყოველი ქმნილება რაღაც გონივრული მიზნით არის შექმნილი. ასევეა, ვნახავთ, ჩვენთვის წმიდა დ...