...ბობს პავლეც: „რამეთუ სარწმუნოებაჲ უღირს რომელი მოუჴდების ღმერთსა, რამეთუ არს“ (). მთელი ქმნილება მას ქადაგებს — როგორც ამბობს: „რამეთუ ქმნილებათა სიდიდისა და მშვენიერებისაგან შესაბამისად შემოქმედი განიჭვრიტება“ ()3 — აგრეთვე თვით ადამიანის აგებულება, მისგან ბოძებული პატივნი, სასჯელნი, კეთილისმყოფლობანი, განგებულებანი, წინასწარმეტყველთა მიერ წინასწარ გამოცხადებული სიტყვები და სხვადასხვა სასწაულები. ამის შემდეგ მოვიდა თვით მხოლოდშობილი და აღასრულა ის საკვირველი და საკრძალავი განგებულება. და მაინც არიან ზოგნი, რომელთაც ჯერ ის ნათელიც ვერ უსწავლიათ; შენ კი ამბობ, რომ საკუთარი მსჯელობებით შეგიძლია ჩასწვდე, რა არის იგი არსებით? მაშ, ღმერთს არ იცნობ? — ამბობს იგი. არა, შორს ეგ! ვიცი, რომ არსებობს, რომ კაცთმოყვარეა, რომ კეთილია, რომ განმგებელია, და ყველაფერი სხვა, რაც წერილებმა თქვეს; მაგრამ რა არის...