მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ტიტეს მიმართ 3:5

4. ხოლო რაჟამს სიტკბოებაჲ და კაცთ მოყუარებაჲ გამოჩნდა მაცხოვრისა ჩუენისა ღმრთისაჲ,5. არა საქმეთაგან სიმართლისათა, რომელნი-იგი ვქმნენით ჩუენ, არამედ წყალობითა თჳსითა მიჴსნნა ჩუენ, ბანითა მით მეორედ შობისაჲთა, განახლებითა სულისა წმიდისაჲთა,6. რომელი-იგი მოჰფინა ჩუენ ზედა მდიდრად იესუ ქრისტეს მიერ, მაცხოვრისა ჩუენისა,
ტიტეს მიმართ თავი 3
5. არა საქმეთაგან სიმართლისათა, რომელნი-იგი ვქმნენით ჩუენ, არამედ წყალობითა თჳსითა მიჴსნნა ჩუენ, ბანითა მით მეორედ შობისაჲთა, განახლებითა სულისა წმიდისაჲთა,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 7-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
10. ღმრთის მართალი შეწევნა და სულგრძელობა:

...ოდ ისურვებს უსამართლოთა დასჯას; თუ ძლიერია, უსათუოდ შეძლებს. და სადღაა, ამბობს, კაცთმოყვარეობა, თუ სიმართლისამებრ განიკითხავს? უპირველესად იმით, რომ სასჯელს ფეხდაფეხ არ მოავლენს; უფრო კი მანამდეც იმით, რომ „ბანითა მით მეორედ შობისაჲთა“ () ყველა ცოდვა მიუტევა; მეორედ კი იმით, რომ სინანულიც მისცა. რადგან თუ გაიაზრებ, რომ ყოველ დღეს ვცოდავთ, მაშინ განსაკუთრებით დაინახავ მისი კაცთმოყვარეობის გამოუთქმელ სიდიადეს. სწორედ ამას აჩვენებს და ამიტომ დასძინა: „ღმერთი მართლმსაჯულ, ძლიერ და სულგრძელ“ (). გიკვირს: რადგან შეუძლია კიდეც და სურს კიდეც, რატომ არ სჯის? ისწავლე, ამბობს, რომ სულგრძელია და „არა მოავლინის რისხვა მისი მარადღე“ (). რათა უგუნურთაგან ვინმემ არ იფიქროს, თითქოს უძლურების გამო არ მოსთხოვს პასუხს, დაყოვნების მიზეზს აჩვენებს: სულგრძელობასაც დიდი ზომები აქვს....

სრულად ნახვა