მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ტიტეს მიმართ 3:1

1. მოაჴსენებდ მათ მთავრობათა და ჴელმწიფეთა დამორჩილებად და სარწმუნო-ყოფად და რაჲთა ყოვლისა მიმართ საქმისა კეთილისა განმზადებულ იყვნენ,2. ნუმცა ვის ჰგმობენ, ულალვენ იყვნედ, სახიერ, ყოველსავე აჩუენებედ სიმშჳდესა ყოველთა მიმართ კაცთა.
ტიტეს მიმართ თავი 3
1. მოაჴსენებდ მათ მთავრობათა და ჴელმწიფეთა დამორჩილებად და სარწმუნო-ყოფად და რაჲთა ყოვლისა მიმართ საქმისა კეთილისა განმზადებულ იყვნენ,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, ნუცა დაუგებთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა, ნუუკუე დათრგუნონ იგი ფერჴითა მა-თითა და მოიქცენ და განგხეთქნენ თქუენ“ (7,6).:

...ტყუათა ჩემთა“. და კუალად იტყჳს: „რომელ-თა ემოსოს ხატი ღმრთისმსახურებისაჲ და ძალსა მისსა უარ-ჰყოფდენ, ამათ განეშორე“. და ტიტეს ეგრეთ მიუწერს, ვითარმედ: „ერესიოტსა კაცსა ერთითა და ორითა სწავლითა განეშორე“, რომელ არს მწვალებელი. არა თუ საიდუმლონი იგი ჩუენნი უძლურებისა სახე არიან და ვნებისა მიზეზ ექმნებიან, არამედ იგინი უგულისხმოებითა და უკეთურები-თა სავსე არიან. ამისთჳს ბრძანებს უფალი, რაჲთა ესევითართა მათ გამომცდელთა და უკეთურებითა სავსეთა არა ვაუწყებდეთ საიდუმლოთა ღმრთისათა, რამეთუ მათცა არა სარგებელ ეყოფის ურწმუნოებისა მათისათჳს და ბილწებისა და ჩუენცა მიზეზ უმეტესისა ბრძოლისა გუექმნების მათი იგი მეცნიერებაჲ.

ამისთჳსცა ჟამსა მას წმიდათა საიდუმლოთასა დაკრძალვასა კართასა ჴმობს დიაკონი. არა თუ წინამდებარეთა მათ საიდუმლოთა შინა არს რაჲმე ღირსი მალვისაჲ, რამეთუ იგინი არიან ყოვლისა პატიოსნებისა უპატიოსნეს და ყოვლისა დიდებულებისა უდიდებულეს და ყოვლისა ბრწყინვალებისა უბრწყინვალეს, არამედ უძლურებისა მისთჳს და უგულისჴმოებისა ურწმუნოთაჲსა ვიქმთ ესრეთ, რაჲთა აღვასრულოთ სიტყუაჲ უფლისაჲ. ამისთჳს ყოველსა ძაღლისა და ღორისა მიმსგავსებულსა გონებ...

სრულად ნახვა