მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 9:8

7. და კაცნი იგი, რომელნი იყვნეს მის თანა, დგეს დაკჳრვებულნი. სმენით ესმოდა ჴმაჲ იგი, ხოლო ხედვიდეს ვერარას.8. აღდგა სავლე ქუეყანით, თუალნი ეხილვნეს და ხედვიდა ვერარას. უპყრეს ჴელი მისთანათა მათ და შეიყვანეს დამასკოდ.9. და წარჴდეს სამნი დღენი, და არარას ხედვიდა და არცა ჭამა და არცა სუა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 9
8. აღდგა სავლე ქუეყანით, თუალნი ეხილვნეს და ხედვიდა ვერარას. უპყრეს ჴელი მისთანათა მათ და შეიყვანეს დამასკოდ.
თავი ი̂გ. პავლეს დაბრმობისა და კუალად ნათლისღების მიერ განათლებისათჳს.
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
აღდგა სავლე ქუეყანით, თუალნი ეხილვნეს და ხედვიდა ვერარას. უპყრეს ჴელი მის-თანათა მათ და შეიყვანეს დამასკოდ (9,8).:

თარგმანი: ცხად არს, ვითარმედ საზომი უჩნს თუალთა ხედვისაჲ, და ვითარ-იგი ზომიერითა ნათლითა — ხედვაჲ, ეგრეთვე უზომოჲთა და გარდმატებულითა — დაბრმობაჲ შეემთხუევის, ვითარ-იგი ყურთაცა ზეშთა ზომისა მაღალი ჴმაჲ დააყრუვებს, ამისთჳს პავლე დააბნელა პირველ განწმედისა თუალთაჲსა მიხედვამან საღმრთოჲსა ნათლისამან. ხოლო მის-თანანი იგი ამისთჳს არა დაბრმეს, რაჲთა არა ზოგადად შემთხუევად ვნებისა საგონებელ იქმნეს პავლეს ზედა ქმნილი იგი სასწაული და ამისთჳს არა მათცა ჰრწმენა, რაჲთა ურწმუნოებასა შინა მყოფთა მიერი წამებაჲ უსარწმუნოეს იყოს საკჳრველებისა მისთჳს, ვითარმედ არა თნებით, არამედ ჭეშმარიტებით იტყჳან ხილულსა მას.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის