თარგმანი: ამასცა ზედა მოძღუარსა თჳსსა ქრისტესა ემსგავსებოდა ყოველსავე შინა მობაძავი იგი მისი პეტრე, რამეთუ არა მრავალთა წინაშე საჩუენებელად, არამედ თჳსაგან მარტოჲ აღასრულებს სასწაულსა ამას საკჳრველსა. ამისთჳს განავლინნა ყოველნი, რაჲთა არა აღაშფოთონ ლოცვაჲ მისი გოდებითა. და თავადი მუჴლთმოდრეკით და შიშით ითხოვდა ღმრთისაგან აღდგინებასა მკუდრისასა, რამეთუ ესე პირველი მკუდარი იყო პეტრეს მიერ აღდგინებული. ვინაჲცა შენ იხილე, ვითარ ოდესმე ადვილად აჩრდილებითა ოდენ მოციქულთაჲთა ჰყოფს ღმერთი სასწაულთა, რაჲთა საკჳრველებისა მიერ მხედველთა სარგებელი მოატყუას, ხოლო ოდესმე შრომით, ლოცვითა ჰყოფს რაჲთა თჳთ მოქმედთა მათ სასწაულთასა სიმდაბლე და შევრდომაჲ ღმრთისაჲ ასწავოს, ვითარ-ესე აწ პეტრე მუჴლთ-მოდრეკით შეუვრდა ღმერთსა, და ეგრეთღა ჴმა-იყო მკუდარსა, რომელმან-იგი ჴმითა მით თუალნი აღიხილნა და ხილვითა პეტრესითა ზე წარმოჯდა, ხოლო ჴელის მიცემითა სრულიად ზე აღდგა და ესრეთღა მისცა იგი მოციქულმან წმიდათა მათ და ქურივთა, რომელნი მოქენე იყვნეს აღდგინებად მისსა. ამის სასწაულისა განთქუმულებითა მრავალნი შეეძინნეს სარწმუნოებასა ქრისტესსა. ხოლო შემდგომად დიდებულისა...
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 9:40
39. და აღდგა პეტრე და წარვიდა მათ თანა; რომელი ვითარცა მივიდა აღიყვანეს ქორსა მას ზედა. და გარე მოადგა მას ქურივები იგი, ყოველნი ტიროდეს და უჩუენებდეს კუბასტებსა და სამოსლებსა, რაოდენსა იქმოდა, მათ თანა რაჲ იყო ტაბითა.40. ხოლო პეტრე განავლინნა გარე ყოველნი და მოიდრიკნა მუჴლნი და ილოცა. და მოექცა გუამსა მას და ჰრქუა: ტაბითა, აღდეგ. და მან მეყსეულად აღიხილნა თუალნი თჳსნი და, იხილა რაჲ პეტრე, წარმოჯდა.41. ხოლო მან მისცა მას ჴელი და აღადგინა იგი და მოუწოდა წმიდათა მათ და ქურივთა და წარუდგინა იგი ცოცხალი.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 9