თარგმანი: სიმდაბლითა გონებისაჲთა უცონელად შეუდგა პეტრე მწოდებელთა, და მი-რაჲ-ვიდა იოპედ, არა ლიტონითა სიტყჳთა, არამედ საქმეთა მიერ სათნოებისათა აღსძრვიდეს მას წყალობად ქურივნი იგი, რაჲთა აღადგინოს მკუდრეთით საქმითა ჴელთა თჳსთაჲთა შემმოსელი იგი შიშულოებისა მათისაჲ ტაბითა. იხილე ძალი მოწყალებისაჲ, რომელი საწუთროსა ამასცა და საუკუნესა მასცა ძლიერად შეეწევის კაცსა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 9:39
38. რამეთუ ახს ლუდიაჲ იოპესა, ესმა მოწაფეთა, ვითარმედ პეტრე მუნ არს, და მიავლინნეს მისა ორნი კაცნი და ჰლოცვიდეს, ვითარმედ: ნუ გცონის მოსლვად ვიდრე ჩუენდამდე.39. და აღდგა პეტრე და წარვიდა მათ თანა; რომელი ვითარცა მივიდა აღიყვანეს ქორსა მას ზედა. და გარე მოადგა მას ქურივები იგი, ყოველნი ტიროდეს და უჩუენებდეს კუბასტებსა და სამოსლებსა, რაოდენსა იქმოდა, მათ თანა რაჲ იყო ტაბითა.40. ხოლო პეტრე განავლინნა გარე ყოველნი და მოიდრიკნა მუჴლნი და ილოცა. და მოექცა გუამსა მას და ჰრქუა: ტაბითა, აღდეგ. და მან მეყსეულად აღიხილნა თუალნი თჳსნი და, იხილა რაჲ პეტრე, წარმოჯდა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 9