თარგმანი: ვერ მკადრე იქმნნეს პირველ ტაბითაჲს სიკუდილისა მიწოდებად პეტრესსა, რაჲთა განკურნოს იგი სნებისაგან, რამეთუ ეშინოდა დახრწევად სახარებისა მისისა, ხოლო რაჟამს დამძიმდა განსაცდელი იგი, შემდგომად სიკუდილისა და განბანისა არა დაჰფლეს, არამედ დადვეს ქორსა შინა, რამეთუ ასმიოდა მახლობელ ყოფაჲ პეტრესი. და მიავლინნეს მისსა სასოებითა მტკიცითა, რაჲთა მივიდეს მათდა, ვითარცა შემძლებელი აღდგინებად მისსა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 9:38
37. და იყო მათ დღეთა შინა დასნეულებაჲ მისი და სიკუდილი. ხოლო დაბანეს იგი და დადვეს ქორსა მას შინა.38. რამეთუ ახს ლუდიაჲ იოპესა, ესმა მოწაფეთა, ვითარმედ პეტრე მუნ არს, და მიავლინნეს მისა ორნი კაცნი და ჰლოცვიდეს, ვითარმედ: ნუ გცონის მოსლვად ვიდრე ჩუენდამდე.39. და აღდგა პეტრე და წარვიდა მათ თანა; რომელი ვითარცა მივიდა აღიყვანეს ქორსა მას ზედა. და გარე მოადგა მას ქურივები იგი, ყოველნი ტიროდეს და უჩუენებდეს კუბასტებსა და სამოსლებსა, რაოდენსა იქმოდა, მათ თანა რაჲ იყო ტაბითა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 9