მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 9:31

30. და ვითარცა აგრძნეს ესე ძმათა, წარიყვანეს კესარიად და წარგზავნეს იგი ტარსუნდ.31. ხოლო ეკლესიანი იგი ყოველთა მათ ადგილთა ჰურიასტანისათა და გალილეაჲსათა და სამარიაჲსათა ეგნეს მშჳდობით, შენნი და წარმართებულნი შიშსა უფლისასა, და ნუგეშინის-ცემითა სულისა წმიდისაჲთა განმრავლდებოდეს.32. და იყო, იქცეოდა რაჲ პეტრე ყოველთა მათ ადგილთა, შთავიდა წმიდათა მათცა, რომელნი მკჳდრ იყვნეს ლჳდიას.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 9
31. ხოლო ეკლესიანი იგი ყოველთა მათ ადგილთა ჰურიასტანისათა და გალილეაჲსათა და სამარიაჲსათა ეგნეს მშჳდობით, შენნი და წარმართებულნი შიშსა უფლისასა, და ნუგეშინის-ცემითა სულისა წმიდისაჲთა განმრავლდებოდეს.
თავი ი̂გ. პავლეს დაბრმობისა და კუალად ნათლისღების მიერ განათლებისათჳს.
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო ეკლესიანი ყოველთა მათ ადგილთა ჰურიასტანისათა და გალილეაჲსათა და სამარიაჲსათა ეგნეს მშჳდობით, შენნი და წარმართებულნი შიშსა უფლისასა, და ნუგეშინის-ცემითა სულისა წმიდისაჲთა განმრავლდებოდეს (9,31).:

თარგმანი: ვინაჲთგან ეგულების თქუმაჲ პეტრეს ლუდიად შთასლვისაჲ, ამისთჳს იტყჳს დაწყნარებასა და წარმართებასა ეკლესიათასა, რაჲთა ცხად ყოს, ვითარმედ დაღაცათუ მოწაფენი განიბნინეს შიშისაგან სტეფანეს მოკლვისა, არამედ ათორმეტთა მოწაფეთა არა დაუტევეს იერუსალემი, ვიდრემდის იქმნა მშჳდობაჲ და წარმართებაჲ ეკლესიათაჲ, რამეთუ ზეშთა ქმნილ იყვნეს საზომსა სხუათა მათ მოშიშებისასა, ვითარცა სრულ ქმნულნი საღმრთოჲსა სიყუარულისა მიერ და აღმავსებელნი ყოვლისა ჰურიასტანისანი ღმრთისმოშიშებითა და სასწაულთმოქმებისა მიერითა ნუგეშინისცემითა სულისა წმიდისაჲთა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის