თარგმანი: ამისთჳს არა იერუსალემს, არცა დამასკოს, არამედ გზასა ზედა ეჩუენა ბრწყინვალებაჲ იგი, რაჲთა არა სხუამან სხუებრ თქუმითა საეჭუელ ყონ სასწაული იგი, არამედ თჳთ კმა იყოს მთხრობელად და უტყუელად მომთხრობელად აღრიპპაჲსსა, რაჲ-იგი მას გზასა ზედა შეემთხჳა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 9:3
...ლო, არამედ თვით გამოცდილებიდან შეიტყვე, თუ როგორ სძლია მოწყალების ძალამ სიკვდილის ძალსაც. იყო ერთი ქალი — ტაბითა, სახელი, რომელიც თარგმანით ნიშნავს „ქურციკს"; ის ყოველდღე მხოლოდ იმას აკეთებდა, რომ მოწყალებას გასცემდა, და ამით სიმდიდრეს იკრებდა; წერილის თანახმად, ქვრივებს მოსავდა, სხვა ყოველგვარ დახმარებასაც უწევდა (). მოხდა ისე, რომ ავად გახდა და მოკვდა. ახლა ნახე, საყვარელო, როგორ მიაგეს მის მიერ შეწყალებულებმა და შემოსილებმა თავიანთ კეთილმყოფელს: მოციქულს მიუდგნენ, წერილის თანახმად, თვით სამოსელსა და ყოველივეს უჩვენებდნენ, რასაც ქურციკი ცოცხალი რომ იყო, მათთვის აკეთებდა; თავიანთ მკვებავს უკან მოუხმობდნენ ცრემლით და ამით მოციქულს თანალმობისკენ ხრიდნენ. რა მოიმოქმედა ნეტარმა პეტრემ? „მოიდრიკნა მუჴლნი, — ნათქვამია, — და ილოცა. და მოექცა გუამსა მას და ჰრქუა: ტაბითა, აღდეგ. და მან მეყსეულად აღიხილნა თუალნი თჳსნი და, იხილა რაჲ პეტრე, წარმოჯდა. ხოლო მან მისცა მას ჴელი და აღადგინა იგი და მოუწოდა წმიდათა მათ და ქურივთა და წარუდგინა იგი ცოცხალი" (საქმ 9:40–41). ხედავ მოციქულის ძალას, უფრო კი — მასში მოქმედი უფლის ძალას? ხედავ, ამ ცხოვრებაშიც რა მოსაგებელი იყო ქვრივებისთვის გაწეული კეთილმოქმედებისათვის? და კი რა გაუკეთა მან ქვრივებს იმდენად, რა...
...დგომად სიკუდილისა რად შეჰმოსთ სამოსელთა მრავალსასყიდლისათა და ოქროსა და ვეცხლსა?
დავსცხრეთ ამის ამაოებისაგან და შევხჳოთ ჯერისაებრ წარსრული და ვყოთ მათთჳს მოწყალებაჲ, წარვავლინოთ მათ თანა თანამავალი კეთილი, რამეთუ ესე არს, რომელი იჴსნის სულსა ტანჯვისაგან. ამან მკუდარნიცა აღადგინნა, ვითარცა-იგი ტაბითა, ესევითარნი სახუეველნი კეთილ არიან. უკუეთუ ესრეთ დავიმარხნეთ, კეთილად და ბრწყინვალედ ვიყვნეთ ჟამსა მას აღდგომისასა, ხოლო უკუეთუ ჴორცნი შევამკვნეთ და სული არა ვიღუაწოთ, მრავალი ბოროტი მაშინ მოიწიოს ჩუენ ზედა და ფრიადი უშუერებაჲ, რამეთუ არამცირედი ბოროტი არს, რაჟამს სული შიშუელ იყოს სათნოებათაგან. იგი შევამკოთ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა. და უკუეთუ აქა უდებ ვიქმნნეთ, ჟამსა აღსასრულისასა ვისწრაფოთ ქმნად მოწყალებისა, რაჲთა ესრეთ ვპოვოთ კადნიერებაჲ წინაშე უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა, რომლისაჲ არს დიდებაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
...ზეცათაჲსა განათლებულმან. ხოლო ოდეს ჯუარ-ცუმისათჳს თქუა: „არა იყოს ესე“, შეჰრისხნა მას უფალმან ძლიერად. აწ უკუე ჩუენცა მარადის ესევითართამცა სიტყუათა ვიტყჳთ, რაჲთა ცხად იყვნენ, ვითარმედ ქრისტეს მიერ არიან. რამეთუ არა თუ ოდეს ვთქუა, თუ: ენეა, აღდეგ და ვიდოდე, ანუ თუ ვთქუა: ტაბითა, განიღჳძე, მაშინ ოდენმცა იყვნეს ქრისტეს სიტყუანი, არამედ უკუეთუ ბოროტისმყოფელნი ჩემნი ვაკურთხნე, უკუეთუ მდევართა ჩემთათჳს ვილოცო, უკუეთუ ძმასა კეთილი რაჲმე ვასწავო, ქრისტეს სიტყუანი არიან ესევითარნი ესე. უკუეთუ რაჲ ქრისტეს ჰნებავს, მას ვზრახვიდეთ, იყოს ენაჲ ჩუენი მისდად შერაცხილ. რაჲ-მე უკუე ჰნებავს მას?
ყოველივე სიტყუაჲ სიტკბოებისა და სიმშჳდისაჲ ჰნებავს, ვითარცაიგი სახიერებით და სიმშჳდით ეტყოდა წინააღმდგომთა მისთა: „უკუეთუ ბოროტსა ვიტყოდე, წამე ბოროტისათჳს; უკუეთუ კეთილსა, რაჲსა მცემ მე?“ იხილეა სიტყუაჲ ესე სიმშჳდისაჲ? დიდებაჲ აურაცხელსა სახიერებასა მისსა! არა უბრძანა ქუეყანასა დანთქუმად ეშმაკეულისა მის ბოროტისა მონისა, არა დაწუა ცეცხლითა, არამედ ეტყოდა: „რაჲსა მცემ მე?“ ჵ საქმე, სავსე შიშითა და ძრწოლითა!...