თარგმანი: ვითარ-ესე ცხად არს სიტყუათა ამათგან, წინაჲთვე მეგობარ იყო ბარნაბა პავლესსა. ამისთჳს წინაჲთვე გამოეკითხა მისთჳს დამასკოს ქმნილი იგი მოქცევაჲ მისი, და მი-რაჲ-ვიდა იერუსალემდ, დაღაცათუ თჳთ პავლე მოწაფეთა თანა ოდენ აღჰრაცხდა თავსა სიმდაბლითა გონებისაჲთა, არამედ ბარნაბა თავთა მოციქულთა მიჰგუარა იგი — პეტრეს და იოვანეს, ვითარცა ღირსი მათ თანა აღრიცხუვისაჲ მჴურვა-ლებისათჳს საღმრთოდ მოშურნეობისა მისისა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 9:27
26. და მი-რაჲ-ვიდა სავლე იერუსალჱმდ, აზმნობდა შედგომად მოწაფეთა მათ; და ყოველთა ეშინოდა მისგან, რამეთუ არა ჰრწმენა, ვითარმედ არს იგი მოწაფე.27. ხოლო ბარნაბა წარმოიყვანა იგი და მოჰგუარა მოციქულთა და უთხრა მათ, ვითარ-იგი გზასა ზედა იხილა უფალი და რამეთუ ეტყოდა მას და ვითარ-იგი დამასკეს შინა განეცხადა სახელითა იესუჲსითა.28. და იყო მათ თანა და შევიდოდა იერუსალჱმს და განეცხადებოდა სახელითა უფლისა იესუჲსითა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 9