მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 9:26

25. და მოიყვანეს იგი მოწაფეთა ღამე და ზღუდით გარდაუტევეს იგი სფჳრიდითა.26. და მი-რაჲ-ვიდა სავლე იერუსალჱმდ, აზმნობდა შედგომად მოწაფეთა მათ; და ყოველთა ეშინოდა მისგან, რამეთუ არა ჰრწმენა, ვითარმედ არს იგი მოწაფე.27. ხოლო ბარნაბა წარმოიყვანა იგი და მოჰგუარა მოციქულთა და უთხრა მათ, ვითარ-იგი გზასა ზედა იხილა უფალი და რამეთუ ეტყოდა მას და ვითარ-იგი დამასკეს შინა განეცხადა სახელითა იესუჲსითა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 9
26. და მი-რაჲ-ვიდა სავლე იერუსალჱმდ, აზმნობდა შედგომად მოწაფეთა მათ; და ყოველთა ეშინოდა მისგან, რამეთუ არა ჰრწმენა, ვითარმედ არს იგი მოწაფე.
თავი ი̂გ. პავლეს დაბრმობისა და კუალად ნათლისღების მიერ განათლებისათჳს.
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და მი-რაჲ-ვიდა სავლე იერუსალემდ, აზმნობდა შედგომად მოწაფეთა მათ, და ყოველთა ეშინოდა მისგან, რამეთუ არა ჰრწმენა, ვითარმედ არს იგი მოწაფე (9,26).:

თარგმანი: საძიებელ არს თუ ვითარ გალატელთა მიმართ ესრეთ მისწერს მოციქული, ვითარმედ: "არა აღვედ იერუსალემდ, არამედ წარვედ არაბიად და მიერ კუალად მოვიქეც დამასკოდ. და შემდგომად სამისა წლისა აღვედ იერუსალემდ, ხოლო აქა დამასკოჲთ იერუსალემდ იტყჳს აღსლვასა. ცხად არს, ვითარმედ ანუ ამისთჳს, რამეთუ აღვიდა იერუსალემდ, არამედ არა თუ რაჲთამცა ისწავა რაჲმე ჴორცთა და სისხლთაგან, და ამისთჳს მუნ იტყჳს, ვითარმედ: არა ამისთჳს აღვედ, რაჲთამცა ვისწავე ვისგან რაჲმე, არამედ თჳთ ლიტონად აღვედ, რაჲთა ქალაქსა მას ღმრთის მკლველთასა კადნიერებით ვქადაგო სახელი ქრისტესი. ანუ ამისთჳს, რამეთუ ნუ-უკუე და შემდგომად არაბიაჲთ კუალად დამასკოდ მოქცევისა და მოქცევითგან მისით შემდგომად სამთა წელიწადთა გარდასლვისა მაშინღა იქმნა ჰურიათა მიერ მზირი მოკლვისა მისისაჲ, და მაშინღა ზღუდით გარდასუმული აღვიდა იერუსალემდ. და რაჟამს აღვიდა, არა მოციქულთა თანა მივიდა, ვითარცა მოსწავლე, არამედ ვითარცა მოძღუარი მოწაფეთა მიმართ მივიდა, და, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ღონე-ჰყოფთა შერთვად მოწაფეთა, არა ურცხჳნოებით, არცა სილაღით წარმოთხრობითა ჩუენებისა მისგან ხილულისაჲთა, არამედ სიმდაბლით და...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის