თარგმანი: რომელთა-იგი ესევითართა ქადაგებათათჳს მოკლეს სტეფანე მიემთხჳნეს იგინი პავლეს, უძლიერესსა სიტყჳთა უფროჲს მისსა. ამისთჳსცა თჳნიერ ცილისმწამებელთა და სამშჯავროდ წარდგინებისა მზირ უყვეს მოკლვად მისსა, რამეთუ უფროჲს სამ ათასთა და ხუთასთა მოქცევისა უძნდა მათ განცხადებულად ღმრთად ქადაგებაჲ ქრისტესი, ხოლო პავლე არა სასწაულითა, არამედ კაცობრივითა ღონითა განერა მათგან, რაჲთა სცნა, ვითარმედ თჳნიერ სასწაულთაცა. მხოლოდ სიტყუათა ოდენ მისთა და ქადაგებისა ძლიერებაჲ საშურველ და საზარელ მტერთა და საყუარელ და საწადელ თჳსთა ჰყოფდა მას. და კუალად, რაჲთა ისწავო, ვითარმედ არცა კაცობრივი ღონე უჴმარ არს, რაჲთა ევლტოდის კაცი განსაცდელსა.
ხოლო ესე იგი წარსლვაჲ არს პავლესი, რომლისათჳს თჳთცა დასწერს, ვითარმედ: დამასკოს შინა მთავარსა არეტა მეფისასა მოეცვა ქალაქი დამასკელთაჲ, შეპყრობაჲ ჩემი უნდა. ცხად არს, ვითარმედ ბირებითა ჰურიათაჲთა კაცნი იგი მთავრისანი სცვიდეს ბჭეთა, რაჲთამცა ვითარ მოკლეს პავლე. ხოლო მას, რამეთუ მჴურვალებითა ღმრთისმსახურებისაჲთა მაშინვე მოწაფე ესხნეს, რომელთა სარკუმლით ზღუდესა ქალაქისასა სარღნითა (რომელ...