თარგმანი: არარას ეტყჳს საყუედრელ-თაგანსა, არცა მდევარ უწოდს, გინა დაბრმობილ, არამედ კრძალულებით ძმად უწოდს, და რაჲ-იგი გზასა ზედა ასმიოდა — "მე ვარ იესუ" —მასვე მოაჴსენებს, და აღუხილავს თუალთა, რომელნი-იგი პირველცა ეხილვნეს, ხოლო ხედვიდა ვერარას, რაჲთა ცხად იქმნეს, ვითარმედ შჯულსა შინა მყოფი დაღათუ იტყოდის ხედვასა, არამედ ბრმავე არს, ვიდრემდის მოუჴდეს ქრისტესა და მის მიერ მოეძარცოს საბურველი იგი ძუელი, რომლისა სახე იყო პავლესგან გარდამოვრდომაჲ ნაქურცენის სახეთა კამშთაჲ, რაჲთა არა საოცარ ჰგონოს დაბრმობაჲ იგი და აღხილვაჲ. ესრეთ აღივსო იგი სულითა წმიდითა. გარნა ჯერეთ არა იწყო სასწაულთაცა საქმედ, არამედ ღმრთად ჭეშმარიტად ქადაგებად ქრისტესსა. ხოლო საზრდელი მიიღო და განძლიერდა, რამეთუ მოუძლურებულ იყო სამ დღე მარხვითა და ლოცვითა და დაშრომითაცა მგზავრობისაჲთა. გარნა შენ იხილე სიმდაბლე ანანიაჲსი. არა ჰრქუა, ვითარმედ: "მე აღვიხილნე", არამედ — "რაჲთა აღიხილნე", რაჲთა ცხადად უქადაგოს, ვითარმედ არა თჳთ მიიჩემებს, არამედ საღმრთოსა მადლსა განუკუთნავს სასწაულსა მას თუალთა მისთა ახილვისასა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 9:17
16. და მე უჩუენო მას რაოდენი ღირდეს მისა ვნებად სახელისა ჩემისათჳს.17. აღდგა ანანია და წარვიდა და შევიდა ტაძართა მათ და დაასხნა მის ზედა ჴელნი მისნი და ჰრქუა: საულ ძმაო, უფალმან მომავლინა მე, იესუ, რომელი გეჩუენა შენ გზასა მას, რომელსა მოხჳდოდე, რაჲთა აღიხილნე თუალნი შენნი და აღივსო სულითა წმიდითა.18. და მყის გარდამოვარდეს თუალთაგან მისთა ვითარცა ნაქურცენნი და მეყსეულად აღიხილნა და აღდგა და ნათელ-იღო.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 9