მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 9:16

15. ჰრქუა მას უფალმან: მივედ შენ, რამეთუ მე ჭური რჩეული მიპოვნიეს იგი, რაჲთა ზე აქუნდეს სახელი ჩემი წინაშე ყოველთა წარმართთა, და მეფეთა და მთავართა, ძეთა ისრაჱლისათა.16. და მე უჩუენო მას რაოდენი ღირდეს მისა ვნებად სახელისა ჩემისათჳს.17. აღდგა ანანია და წარვიდა და შევიდა ტაძართა მათ და დაასხნა მის ზედა ჴელნი მისნი და ჰრქუა: საულ ძმაო, უფალმან მომავლინა მე, იესუ, რომელი გეჩუენა შენ გზასა მას, რომელსა მოხჳდოდე, რაჲთა აღიხილნე თუალნი შენნი და აღივსო სულითა წმიდითა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 9
16. და მე უჩუენო მას რაოდენი ღირდეს მისა ვნებად სახელისა ჩემისათჳს.
თავი ი̂გ. პავლეს დაბრმობისა და კუალად ნათლისღების მიერ განათლებისათჳს.
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus

ხოლო სავლე უფროჲს განრისხნებოდა და სავსე იყო გულისწყრომითა და კლვითა მოწაფეთა მათ ზედა უფლისათა. მოუჴდა მღდელთმოძღუარსა მას და ითხოვა მისგან წიგნები დამასკოდ სხუათა მიმართ კრებულთა, რაჲთა მივიდეს და თუ ვინმე პოვნეს ამის მოძღურებისა გზასა, მამები ანუ დედები, კრულნი მოიყვანნეს იერუსალემდ (9,1-2).

თარგმანი: ყოვლად მსგავს იყო სავლე ფიცარსა გარე-მორტყმულსა ქსელითა დედა-ზარდლისაჲთა, რომელი პოვა მეუფემან და განჰყარა ყოველი უშუერებაჲ აჩრდილთაჲ და ბრწყინვალედ გამოსახა მას ზედა ხატი საუფლოჲ, ფერ-შუენიერი წამალთა მიერ საღმრთოჲსა სულისათა, უწოდა მას პავლე და დადვა იგი თეატრონსა შინა ამის სოფლისასა, სახილველ ყოფად ანგელოზთა და კაცთა, რაჲთა იყოს ძუელი მაგალით მხედველთა, ღირსად კმა-ყოფილ მისაბაძვებელად, რაოდენიცა ვის უნდეს განბრწყინვებაჲ თავისა თჳსისაჲ, რამეთუ მის შორის დაუკლებელად იპოების ყოველი სახე უნაკლულოთა სათნოებათა ხატისაჲ. ესე იხილედ და ჰრცხუენოდენ მათ, რომელნი ბედსა და ვარსკულავთა მიაჩემებენ საქმეთა კაცობრივისა თჳთმფლობელობისათა, რამეთუ აჰა მდევარი ქადაგ დევნულისა იქმნების და კეთილითა შეცვალებითა შეიცვალების. ესე იხილედ ყოველთა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის