მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 9:14

13. მიუგო ანანია და ჰრქუა: უფალო, მასმიეს მრავალთაგან მის კაცისათჳს, რაოდენი ძჳრი შეაჩუენა წმიდათა შენთა იერუსალჱმს შინა,14. და აქაცა მოუღებიეს ჴელმწიფებაჲ მღდელთ მოძღუართაგან შეკრვად ყოველთა, რომელნი ხადიან სახელსა შენსა.15. ჰრქუა მას უფალმან: მივედ შენ, რამეთუ მე ჭური რჩეული მიპოვნიეს იგი, რაჲთა ზე აქუნდეს სახელი ჩემი წინაშე ყოველთა წარმართთა, და მეფეთა და მთავართა, ძეთა ისრაჱლისათა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 9
14. და აქაცა მოუღებიეს ჴელმწიფებაჲ მღდელთ მოძღუართაგან შეკრვად ყოველთა, რომელნი ხადიან სახელსა შენსა.
თავი ი̂გ. პავლეს დაბრმობისა და კუალად ნათლისღების მიერ განათლებისათჳს.
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მიუგო ანანია და ჰრქუა: უფალო, მასმიეს მრავალთაგან მის კაცისათჳს, რაოდენი ძჳრი შეაჩუენა წმიდათა შენთა იერუსალემს შინა, და აქაცა მოუღებიეს ჴელმწიფებაჲ მღდელთმოძღუართაგან შეკრვად ყოველთა, რომელნი ხადიან სახელსა შენსა. (9,13-14).:

თარგმანი: ამიერ ცხად არს, ვითარმედ ჯერეთ ჩჩჳლ იყო ანანია მადლთა ჰასაკისაგან, რამეთუ ფილიპე ანგელოზისაჲ ირწმუნა წარსლვად გზასა, ხოლო ამას თჳთ უფლისაცა ჩუენებაჲ ძილსა შინა ვერ კმა-ეყო შეუორგულებელად ქმნად ბრძანებისა, რომელმან-იგი უმეტესისა გულსავსებისთჳს პავლეს მლოცველობაჲ და ჩუენებით ხილვაჲცა მის მიერ განკურნებისაჲ აუწყა. გარნა ანანია ესოდენ ძრწოდა და იმალვოდა, რომელ წინაჲთვე გამოეკითხა, რაჲ-იგი ქმნა სავლე იერუსალემს, და ვითარ განჩინებაჲ მიეღო მუნცა შეკრვისაჲ და ტანჯვად წარყვანებისა მორწმუნეთაჲსა იერუსალემს.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის