თარგმანი: სიმდიდრისაებრ სარწმუნოებისა მისისასა მყის აღივსო სულითა წმიდითა საჭურისი იგი, ხოლო ფილიპე ამისთჳს აღიტაცა, რამეთუ აიძულებდა მას მის თანა წარყოლად საჭურისი იგი, და მწუხარე იქმნებოდა, უკუეთუმცა არა მიყოლილ იყო. ამისთჳს ზოგად ფილიპესცა ნუგემინის-ეცა, რამეთუ მსგავსად ელიაჲსსა და ამბაკომისსა ღირს იქმნა აღტაცებასა, და კუალად საჭურისმანცა ცნა, ვითარმედ არა ლიტონთა რათმე კაცთაგანი იყო, რომელმან-იგი მას ნათელ-სცა, ამისთჳს სიხარულით ვიდოდა გზათა საღმრთოთა, რამეთუ თქუმულ არს მისთჳს, ვითარმედ ქადაგა ქრისტე არაბიას ევდემონისასა და პროვანის, დიდსა მას ჭალაკსა ჰინდოეთისა ზღჳსასა სადა-იგი იწამა და დაეფლა. ხოლო შენ იხილე, რამეთუ პირველად გჳჴმს, რაჲთა მორჩილებითა საღმრთოჲსა ბრძანებისაჲთა მკჳრცხლ დავშურეთ სრბასა შინა საღმრთოჲსა ქადაგებისასა და ესრეთღა ღირს ვიქმნნეთ აღტაცებად სულისა მიერ უმაღლესთა ხედვათა მიმართ, რამეთუ საქმე ხედვისა წინამძღუარ არს, ვითარ-ესე აწ ფილიპე სრულ ყო რაჲ საქმით სიტყუაჲ იგი, ანგელოზისა მიერ ბრძანებული, შრომით და სლვით უშრომელსა მიემთხჳა აღტაცებასა სულისა მიერ უფლისა, რამეთუ ანგელოზისა ხილვაჲ უზრქელესთაჲ-რე არს და...
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 8:39
38. და უბრძანა დადგინებაჲ ეტლთაჲ მათ. და შთაჴდეს ორნივე წყალსა, ფილიპე და საჭურისი იგი, და ნათელ-სცა მას.39. და ვითარცა აღმოჴდეს წყლით, სული წმიდაჲ მოვიდა საჭურისსა მას ზედა; და სულმან უფლისამან წარიტაცა ფილიპე და მერმე არღარა იხილა იგი საჭურისმან მან, და ვიდოდა გზასა თჳსსა სიხარულით.40. და ფილიპე იპოა აზოტით კერძო, მიმოვიდოდა და ახარებდა ყოველსა მას ქალაქებსა ვიდრე მოსლვადმდე მისა კესარიად.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 8