თარგმანი: იხილე, ვითარ ყოველსა ადგილსა ხილულსა წყლითა ნათლის-ღებასა შეუდგს მოფენაჲ უხილავისა მის სულისა წმიდისა მადლისაჲ, რაჲთა არცა ერთმან ვინ უგულებელს ყოს თანა-წარუვალად საჭიროდ საჴმარებაჲ მისი. და ესე მრავალთა ადგილთა აღმოიკითხო წიგნსა ამას შინა მოციქულთა საქმისასა, ვითარ პირველი არს ნათლის-დებაჲ წყლითა და ამას შეუდგების მოღებაჲ სულისა წმიდისაჲ, ვითარ-ესე აწ საჭურისმან ერთითა მით სწავლითა ფილიპესითა იხილა რაჲ წყალი, მყის სურვილით ჴმა-ყო: აჰა წყალი! და შემდგომად კითხვისა — უკუეთუ ჰრწამს —კუალად ჴმა-ყო: მრწამს, რამეთუ ძე ღმრთისაჲ არს იესუ ქრისტე. ესე ყოველი შემოკრებითთა მათ ესაიაჲს სიტყუათა თარგმანებითა ასწავა მას ფილიპე, რაჲთა არა ლიტონად კაცად, არამედ ღმრთად ჭეშმარიტად და ძედ ღმრთისად აღიაროს ქრისტე, ვინაჲცა მყის ბრძანა დაყენებაჲ ეტლთაჲ, და ნათლის-ღებასა მისსა შეუდგა ესე.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 8:38
37. ჰრქუა მას ფილიპე: გრწამს თუ ყოვლითა გულითა შენითა, ჯერ-არს. მიუგო და ჰრქუა მას: მრწამს, რამეთუ ძე ღმრთსაჲ არს იესუ ქრისტე.38. და უბრძანა დადგინებაჲ ეტლთაჲ მათ. და შთაჴდეს ორნივე წყალსა, ფილიპე და საჭურისი იგი, და ნათელ-სცა მას.39. და ვითარცა აღმოჴდეს წყლით, სული წმიდაჲ მოვიდა საჭურისსა მას ზედა; და სულმან უფლისამან წარიტაცა ფილიპე და მერმე არღარა იხილა იგი საჭურისმან მან, და ვიდოდა გზასა თჳსსა სიხარულით.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 8