მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 8:32

31. ხოლო მან ჰრქუა: და ვითარ-მე მეძლოს უწყებად, არა თუ ვინმე იყოს წინამძღუარ ჩემდა? და ჰლოცვიდა ფილიპეს აღსლვად და დაჯდომად მის თანა.32. ხოლო თავი საკითხავისაჲ მის, რომელსა იკითხვიდა, იყო ესე: ვითარცა ცხოვარი კლვად მიიგუარა და ვითარცა ტარიგი წინაშე მრისუველისა უჴმობელად, ესრეთ არა აღაღებს პირსა თჳსსა.33. სიმდაბლითა თჳსითა სასჯელი მისი მოეღო. ხოლო თესლ-ტომი მისი ვინ-მე მიუთხარს, რამეთუ აღებულ არს ქუეყანით ცხორებაჲ მისი.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 8
32. ხოლო თავი საკითხავისაჲ მის, რომელსა იკითხვიდა, იყო ესე: ვითარცა ცხოვარი კლვად მიიგუარა და ვითარცა ტარიგი წინაშე მრისუველისა უჴმობელად, ესრეთ არა აღაღებს პირსა თჳსსა.
თავი ი̂ბ. საჭურისისა მისთჳს, რომელსა ნათელ-სცა ფილიპე ანგელოზისა მიერ მივლინებულმან
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო თავი საკითხავისაჲ მის, რომელსა იკითხვიდა, იყო ესე: ვითარცა ცხოვარი, კლვად მიიგუარა, და ვითარცა ტარიგი წინაშე მრისუველისა უჴმობელად, ესრეთ არა აღაღებს პირსა თჳსსა. სიმდაბლითა მისითა საშჯელი მისი მოეღო, ხოლო თესლ-ტომი მისი ვინ-მე მიუთხარს? რამეთუ აღებულ არს ქუეყანით ცხორებაჲ მისი (8,32-33).:

თარგმანი: მადლისა მიერ საღმრთოჲსა იქმნა დამთხუევაჲ იგი საჭურისისაჲ ამას თავსა საკითხავისასა, მქადაგებელსა ქრისტეს ვნებათა და აღდგომისასა, რამეთუ ჭეშმარიტად ევნებოდა და არა უთქუმიდა, იგინებოდა და იგი არავის აგინებდა, არამედ, ვითარცა ცხოვარი, უჴმობელად შეუდგა დაკლვად მიმყვანებელთა თჳსთა, რომელი-იგი სახედ ცხოვარისა სამთა ნიჭთა მოგუცემს ჩუენ: ნათლის-ღებისა სამოსელსა — მატყლისა წილ, და ჴორცსა და სისხლსა - ჴორცისა წილ, ხოლო შვილებისა მადლსა — კრავისა წილ, და თჳთ იგი თავადი არს კრავ, ამხუმელ ცოდვათა სოფლისათა, რომელი არასადა ჴმობდა ცილისმწამებელთა მიმართ წინაშე პილატესსა, მსგავსად კრავისა, რომელი დუმს წინაშე მრისუველისა, დაღაცათუ მატყლისა თანა ჴორციცა ოდესმე შეჰკუეთოს საპარსველმან მან. ესრეთ უკუე "საშჯელი მისი მიეღო" რამეთუ არასადა იპოვა მშჯავრი სიმართლით ბჭობისაჲ მსაჯულთა მათ თანა სიცრუვისათა, რომელნი განიკითხვიდეს მას. ხოლო თესლ-ტომი მისი ესრეთ მიუთხრობელ არს, რამეთუ ღმერთი არს მიუწთომელი და ძე ღმრთისაჲ, რომლისა არსებაჲ მიუთხრობელ და გამოუთქუმელ არს, დაღაცათუ კაცობრივ აღიწერების ტომისაგან დავითისსა და აბრაჰამისსა. და კუალად, ესე არს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჩუენ შჯული გუაქუს, და შჯულისა ჩუენისაებრ თანააც სიკუდილი, რამეთუ თავი თჳსი ძედ ღმრთისა ყო“ (19,7).:

...(შდრ. მათ. 26,63-64); ხოლო ამას ყოველსა რაჲ იტყოდეს, ქრისტე დუმნა აღსრულებად სიტყუასა მას წინაჲსწარმეტყუელისასა, ვი-თარმედ: „იგი არა აღაღებს პირსა. სიმდაბლითა თჳსითა საშჯელი მისი მიეღო“. ; ხოლო პილატე შეშინდა, ესმა რაჲ, ვითარმედ: „ძე ღმრთისა ჰყოფს თავსა თჳსსა“, ნუუკუე ჭეშმარიტად იყოსო და ქმნას მან უჯეროებაჲ. ხოლო რომელთა-იგი ცნეს საქმით და სიტყჳთ ჭეშმარიტებაჲ, ვითარმედ ეგრეთ არს, და არა ეშინის, არამედ შემოიღეს სიტყუაჲ, ვი-თარმედ: „რომელი მეფედ ჰყოფს თავსა თჳსსა, იგი სიტყუას-უგებს კეისარსა“ (19,12), ამისთჳს კუალად ჰკითხა პილატე, ხოლო იესუ არარაჲ მიუგო, რამეთუ რომელსა-იგი ჰრქუა, ვითარმედ: „მე ამისთჳს შობილ ვარ და მოსრულ ვარ, და მეუფებაჲ ჩემი არა ამის სოფლისაგან არს“, და ამას ყოველსა ზედა კუალად ჰურიათაჲ ჰრწმენა, რადღამცა მიუგო მას? და რამეთუ უჴმდა, რაჲთამცა კეთილად გამოიძია, თუ ოდეს გამოაჩინა მან მძლავრებაჲ კეისარსა ზედა, და არა გამოიძია ჭეშმარიტებით, ამისთჳს უფალმან არარაჲ მიუგო, რამეთუ იცოდა, ვითარმედ ამაოდ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მიუგო ერმან მან: ჩუენ გუასმიეს შჯულისაგან, ვითარმედ ქრისტე უკუნისამდე ეგოს. და შენ ვითარ იტყჳ, ვითარმედ: ჯერ-არს ძისა კაცისა ამაღლებაჲ? ვინ არს ესე ძჱ კაცისაჲ?“ (12,34).:

...ს ესე ძჱ კაცისაჲ?“ ხოლო უკუეთუ ესე იცოდეს წერილისაგან, ვითარმედ ქრისტე უკუნითი უკუნისამდე ჰგიეს, იგიცა ვითარ არა იცოდეს, რომელსა იტყოდა? რამეთუ ყოველგან წერილთა შინა არს წინაჲსწარმეტყუელებაჲ ვნებისა და აღდგომისათჳს. ესაია იტყოდა: „ვითარცა ცხოვარი კლვად მიიგუარა“, ; და შემდგომი ამისი; და დავით იტყოდა შემსგავსებულსა ამისსა მეორესა შინა ფსალმუნსა3 და სხუათა მრავალთა ადგილთა, და ერთად იტყოდა ვნებისათჳს და აღდგომისა; და მამათმთავარმან თქუა: „მიწვა და მიიძინა, ვითარცა ლომმან“, და მერმე შესძინა და თქუა, ვითარმედ: „და ვინ აღადგინოს იგი?“ და აჩუენებს ერთბამად სიკუდილსა ვნებისათჳს და აღდგომისა. არამედ ესენი ჰგონებდეს, რაჲთამცა გამოაჩინეს, ვითარმედ არა ქრისტე არს, და ესრეთ აღიარეს, ვითარმედ ჭეშმარიტად ქრისტე უკუნისამდე ჰგიეს. და იხილე უკეთურებაჲ მათი, რამეთუ არა თქუეს, თუ: გუასმიეს, ვითარმედ ქრისტეს არაჲ ევნოს, არამედ: „უკუნისამდე ეგოს“, არამედ ვნებაჲ უკუდავებისა დამახრწეველ არა იქმნებოდა. და ამის მიერ საცნაურ არს, ვითარმედ მრავალსა გულისხმა-ჰყოფდეს და ნეფსით ზაკუვიდეს. რამეთუ ესმა მისგან, ვითარმედ: „ჯერ-არს ძისა კაცისა აღმაღლებაჲ“, და არა ჰრწმენა, არ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იოვანე წამა მისთჳს, ღაღად-ყო და თქუა: ესე არს, რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, ჩემსა უწინარეს იყო, რამეთუ პირველ ჩემსა არს“ (1,15).:

...სოფელსა შინა განთქუმად იყო, ვითარ იტყჳს, ვითარცა გარდასრულსა? გარნა ესრეთ გულისხმა-ყავთ, ვითარმედ ესე ჩუეულებაჲ არს წინაჲსწარმეტყუელთაჲ, რამეთუ ესაიაცა რაჟამს ვნებისა მისისათჳს იტყოდა, არაქმნილსა მას ვი-თარცა ქმნილსა ღაღადებდა: „ვითარცა ცხოვარი კლვად მიიგუარაო“, ; და არა თქუა, თუ მიიგუაროსო. და დავით არა თქუა, ვითარმედ: განჴურიტნენ ჴელნი ჩემნი და ფერჴნი ჩემნი, არამედ „განჴურიტნესო“, ვი-თარცა ქმნული. და მიმცემელისათჳს არღა ქმნულსა ვითარცა ქმნილსა იტყოდა, ვითარმედ: „რომელი ჭამდა პურსა ჩემ თანა, აღიღო ჩემ ზედა ბრჭალი მისი“; ; და კუალად იტყჳს: „მცეს მე საჭმლად ჩემდა ნავღელი და წყურილსა ჩემსა მასუეს მე ძმარი“. და ესევითარი მრავალი ჰპოო, რომელ არღა ქმნილსა ვითარცა ქმნილსა იტყოდის წერილსა შინა.

სწავლაჲ იგ მოწყალებისათჳს

გნებავსა, რაჲთა სხუანიცა სახენი შემოვიხუნეთ? არამედ კმა არიან თქუმულნი ესე, რაჲთა არა მოწყინე იქმნნეთ სმენად. ამისთჳს აღსრულებაჲ ვყოთ სიტყჳსა ჩუენისაჲ. ხოლო აღსასრული...

სრულად ნახვა