მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 8:31

30. და მივიდა ფილიპე და ისმენდა მისსა, ვითარ-იგი იკითხვიდა ესაია წინასწარმეტყუელსა; და ჰრქუა: უწყი-მეა, რასა-ეგე იკითხავ?31. ხოლო მან ჰრქუა: და ვითარ-მე მეძლოს უწყებად, არა თუ ვინმე იყოს წინამძღუარ ჩემდა? და ჰლოცვიდა ფილიპეს აღსლვად და დაჯდომად მის თანა.32. ხოლო თავი საკითხავისაჲ მის, რომელსა იკითხვიდა, იყო ესე: ვითარცა ცხოვარი კლვად მიიგუარა და ვითარცა ტარიგი წინაშე მრისუველისა უჴმობელად, ესრეთ არა აღაღებს პირსა თჳსსა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 8
31. ხოლო მან ჰრქუა: და ვითარ-მე მეძლოს უწყებად, არა თუ ვინმე იყოს წინამძღუარ ჩემდა? და ჰლოცვიდა ფილიპეს აღსლვად და დაჯდომად მის თანა.
თავი ი̂ბ. საჭურისისა მისთჳს, რომელსა ნათელ-სცა ფილიპე ანგელოზისა მიერ მივლინებულმან
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus

ანგელოზი უფლისაჲ ეტყოდა ფილიპეს და ჰრქუა: აღდეგ და მივედ შენ სამხრით კერძო, გზასა მას, რომელი შთავალს იერუსალემით ღაზად. ესე არს უდაბნოჲ. და აღდგა და წარვიდა(8,26-27).

თარგმანი: იხილე, ვითარ ანგელოსნი დაღაცათუ არა თავით თჳსით უქადაგებენ კაცთა, არამედ ქადაგთა მიუვლინებენ, ვითარცა ყოვლით კერძო წადიერნი ცხორებად ჩუენდა. ხოლო დაღაცათუ ვიეთნიმე შჳდთა დიაკონთაგანად იტყჳან ამას ფილიპეს, არამედ მე უფროჲსღა ათორმეტთაგანად ვიტყჳ, რამეთუ იერუსალმით წარივლინა, სადა-იგი ათორმეტნი იყვნეს, და რამეთუ ამისსა ნათლის-ცემასა მყის შეუდგა გარდამოსლვაჲ სულისაჲ, რომელი-ესე ათორმეტთა თჳს-ეყვის. გარნა შენ ისწავე შეუორგულებელი მორჩილებაჲ სახისა ამისგან, ვითარ არღარას გამოიკითხავს ფილიპე, თუ: რაჲსათჳს წარმავლინებ; არამედ მყის შეუორგულებელად ისმენს სიტყუასა ანგელოზისასა, და წარჰვლის გზასა უდაბნოჲსასა, მიმყვანებელსა ღაზად, რომელი არს ქალაქი შესწავებული ქალაქთა შორის ფინიკიისათა, რომლისათჳს ზღაპრობენ, ვითარმედ დიოჲს მიერ აღიშენა და ამისთჳს ეწოდა ღაზა, რამო მუნ დაუტევნა დიო საჴმარნი თჳსნი, ხოლო საჴმართა სახელი სპარსთა ენითა ღაზა უწოდიან. ესე ქალაქი ღაზაჲ...

სრულად ნახვა
საუბარი 35. „იყო ამრაფელის მეფობისას" (დაბ 14:1-2)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ეთიოპელი საჭურისის მაგალითი:

...მოდ უცოდინრობაში დარჩნენ, ვიდრე თავიანთი არცოდნა აღიარონ და მათგან ისწავლონ, ვისაც მათი სწავლება შეუძლია. მაგრამ ეს ადამიანი ასეთი არ იყო; არა, ის უპასუხებს სრული სიმშვიდითა და პატივისცემით, რითაც თავისი სულის მდგომარეობას გამოავლენს: „და ვითარ-მე მეძლოს უწყებად, — ამბობს, — არა თუ ვინმე იყოს წინამძღუარ ჩემდა" ()? ამას გარდა, სიმშვიდით რომ უპასუხა, ეს ცოტაა; არა, ის შემდგომ არ წასულა, არამედ კიდევ უფრო ნათლად გამოავლინა თავისი ხასიათის კეთილშობილება: ამ დიდებულმა, უცხოტომელმა, ეტლით მოძრავმა ადამიანმა, ამ სიტყვების თქმის შემდეგ, მოიწვია გარეგნობით სრულიად ღარიბი, ჩაცმულობით უბრალო კაცი, რომ ეტლზე ავსულიყო და მასთან ერთად დამჯდარიყო. ხედავ მისი სულის გულმოდგინებას? ხედავ მის დიდ მოწიწებას? ხედავ ამ უცხოტომელის ღვთისმოყვარე განწყობას, რა ყურადღებით ასრულებდა საქმით რომელიღაც ბრძენკაცის სიტყვას: „აღიმსთო მისა და კარნი მისნი შეიცვალნეს ფერჴთა შენთა" ()? ხედავ, რა სამართლიანად არ იქნა უგულებელყოფილი? ხედავ, რა ღირსეულად მიიღო შეწევნა ზეგარდმო? ხედავ, როგორ არაფერი გამოტოვა იქიდან, რაც თავად უნდა გაეკეთებინა. ამიტომაც, როცა საბოლოოდ მიიღო მოძღვარი, ზუსტად შეიცნო სიტყვათა აზრი და თავისი გონება გ...

სრულად ნახვა