მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 8:26

25. ხოლო მათ მიმოდააწესეს წამებაჲ იგი სიტყჳსაჲ მის და იტყოდეს სიტყუასა მას უფლისასა, და მოიქცეს იერუსალჱმდ და მრავალსა დაბნებსა სამარიტელთასა ახარებდეს.26. ანგელოზი უფლისაჲ ეტყოდა ფილიპეს და ჰრქუა: აღდეგ და მივედ შენ სამხრით კერძო, გზასა მას, რომელი შთავალს იერუსალჱმით გაზად. ესე არს უდაბნოჲ.27. და აღდგა და წარვიდა. და აჰა ესერა კაცი ჰინდოჲ საჭურისი ძლიერი კანდაკესი დედოფლისა მის ჰინდოეთისაჲ, რომელი იყო ყოველსა ზედა საფასესა მისსა, რომელი-იგი მოსრულ იყო თაყუანის-ცემად იერუსალჱმდ,
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 8
26. ანგელოზი უფლისაჲ ეტყოდა ფილიპეს და ჰრქუა: აღდეგ და მივედ შენ სამხრით კერძო, გზასა მას, რომელი შთავალს იერუსალჱმით გაზად. ესე არს უდაბნოჲ.
თავი ი̂ბ. საჭურისისა მისთჳს, რომელსა ნათელ-სცა ფილიპე ანგელოზისა მიერ მივლინებულმან
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ანგელოზი უფლისაჲ ეტყოდა ფილიპეს და ჰრქუა: აღდეგ და მივედ შენ სამხრით კერძო, გზასა მას, რომელი შთავალს იერუსალემით ღაზად. ესე არს უდაბნოჲ. და აღდგა და წარვიდა(8,26-27).:

თარგმანი: იხილე, ვითარ ანგელოსნი დაღაცათუ არა თავით თჳსით უქადაგებენ კაცთა, არამედ ქადაგთა მიუვლინებენ, ვითარცა ყოვლით კერძო წადიერნი ცხორებად ჩუენდა. ხოლო დაღაცათუ ვიეთნიმე შჳდთა დიაკონთაგანად იტყჳან ამას ფილიპეს, არამედ მე უფროჲსღა ათორმეტთაგანად ვიტყჳ, რამეთუ იერუსალმით წარივლინა, სადა-იგი ათორმეტნი იყვნეს, და რამეთუ ამისსა ნათლის-ცემასა მყის შეუდგა გარდამოსლვაჲ სულისაჲ, რომელი-ესე ათორმეტთა თჳს-ეყვის. გარნა შენ ისწავე შეუორგულებელი მორჩილებაჲ სახისა ამისგან, ვითარ არღარას გამოიკითხავს ფილიპე, თუ: რაჲსათჳს წარმავლინებ; არამედ მყის შეუორგულებელად ისმენს სიტყუასა ანგელოზისასა, და წარჰვლის გზასა უდაბნოჲსასა, მიმყვანებელსა ღაზად, რომელი არს ქალაქი შესწავებული ქალაქთა შორის ფინიკიისათა, რომლისათჳს ზღაპრობენ, ვითარმედ დიოჲს მიერ აღიშენა და ამისთჳს ეწოდა ღაზა, რამო მუნ დაუტევნა დიო საჴმარნი თჳსნი, ხოლო საჴმართა სახელი სპარსთა ენითა ღაზა უწოდიან. ესე ქალაქი ღაზაჲ ეველთაჲ იყო და წილ-ხუდა ტომსა იუდაჲსსა. ხოლო მათ ვერ გამოიღეს, ვერცა მოსრნეს მას შინა მყოფნი ნათესავნი, არამედ უკუანაჲსკნელ კაბადუკიელთა მუნ შთასრულთა მოსრნეს და დაიპყრეს ქალქი...

სრულად ნახვა
საუბარი 35. „იყო ამრაფელის მეფობისას" (დაბ 14:1-2)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. საღვთო წერილის კითხვის სიკეთე:

...ომელი შთავალს იერუსალჱმით გაზად. ესე არს უდაბნოჲ. და აჰა ესერა კაცი ჰინდოჲ საჭურისი ძლიერი კანდაკესი დედოფლისა მის ჰინდოეთისაჲ, რომელი იყო ყოველსა ზედა საფასესა მისსა, რომელი-იგი მოსრულ იყო თაყუანის-ცემად იერუსალჱმდ, და მოქცეულ იყო და ჯდა იგი ეტლთა ზედა მისთა და იკითხვიდა წიგნსა ესაია წინასწარმეტყუელისასა"** (). შეხედე, რა დაწვრილებით მოგვითხრო წერილის ავტორმა: თქვა, რომ ეთიოპიელი იყო, რათა გვცოდნოდა, რომ უცხოტომელი იყო, შემდეგ ამბობს, რომ დიდებული იყო და დიდი პატივი და ბრწყინვალება ჰქონდა. „რომელი-იგი მოსრულ იყო, — ამბობს, — თაყუანის-ცემად იერუსალჱმდ". შეხედე მისი მგზავრობის მიზანსაც, რომელიც უკვე საკმარისად აჩვენებს მისი სულის ღვთისმოყვარე განწყობას: აი, რა გზას გადის იმისთვის, რომ უფალს თაყვანი სცეს! ხომ მაშინ ჯერ კიდევ ფიქრობდნენ, რომ ღვთისმსახურების აღსრულება მხოლოდ ერთ ადგილას — იერუსალიმში — იყო შესაძლებელი; ამიტომაც იქ აღავლენდნენ ლოცვებს და შორეულ მგზავრობასაც ხელს არ იშლიდნენ. სწორედ ამიტომ ეს ადამიანიც იქ მიემგზავრებოდა, სადაც ტაძარი იდგა და იუდეური ღვთისმსახურება სრულდებოდა, რათა უფალს თაყვანი ეცა. და, როცა თავისი სურვილი აღასრულა, „მოქცეულ იყო, — ამბობს წერილი, — და ჯდა იგი ეტლთა ზედა მისთა და იკითხვიდა".

2....

სრულად ნახვა