მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 8:25

24. მიუგო სიმონ და ჰრქუა: ილოცეთ თქუენ ჩემთჳს უფლისა მიმართ, რაჲთა არა მოვიდეს ჩემ ზედა, რომელი-იგი თქუენ სთქუთ.25. ხოლო მათ მიმოდააწესეს წამებაჲ იგი სიტყჳსაჲ მის და იტყოდეს სიტყუასა მას უფლისასა, და მოიქცეს იერუსალჱმდ და მრავალსა დაბნებსა სამარიტელთასა ახარებდეს.26. ანგელოზი უფლისაჲ ეტყოდა ფილიპეს და ჰრქუა: აღდეგ და მივედ შენ სამხრით კერძო, გზასა მას, რომელი შთავალს იერუსალჱმით გაზად. ესე არს უდაბნოჲ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 8
25. ხოლო მათ მიმოდააწესეს წამებაჲ იგი სიტყჳსაჲ მის და იტყოდეს სიტყუასა მას უფლისასა, და მოიქცეს იერუსალჱმდ და მრავალსა დაბნებსა სამარიტელთასა ახარებდეს.
თავი ი̂ა. ორგულებისათჳს და შერისხვისა სიმონისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
შეინანე უკუე უკეთურებისა ამისგან შენისა და ევედრე უფალსა, მი-ხოლო თუ-გეტეოს შენ უსჯულოებაჲ ეგე გულისა შენისაჲ, რამეთუ სიმწარედ ნავღლისა და თანა-შეკრულ ცოდვისა გხედავ შენ, რამეთუ ხარ. მიუგო სიმონ და ჰრქუა: ილოცეთ თქუენ ჩემთჳს უფლისა მიმართ, რაჲთა არა მოვიდეს ჩემ ზედა, რაჲ-იგი თქუენ სთქუთ. ხოლო მათ მიმოდააწესეს წამებაჲ იგი სიტყჳსაჲ მის და იტყოდეს სიტყუასა მას უფლისასა და მოიქცეს იერუსალემდ და მრავალსა დაბნებსა სამარიტელთასა ახარებდეს (8,22-25).:

თარგმანი: იხილე სიტკბოებაჲ მოციქულისაჲ, ვითარ სინანულად მოუწოდს კაცსა ესოდენ ბოროტად ეშმაკთ სადგურს, რაჲთა არავინ წარიკუეთოს სასოებაჲ შენდობისაჲ, ხოლო სიტყჳთა მით, ვითარმედ "მი-ხოლო-თუ-გიტეთს", არა თუ სასოებასა წარუკუეთს შენდობისასა, არამედ სიმძიმესა უჩუენებს ბრალისასა, ვითრმედ: უჴმს ტირილი და გლოვაჲ მრავალი, აღსაჴოცელად ბრალთა სიმძიმისა. გარნა მან კნინითა სიტყჳითა ესე აჩუენა, ვითრმედ არა კმა არს თავით თჳსით მვედრებელად ღმრთისა, არა თუ მოციქულთა ილოცონ მისთჳს, ხოლო სხუაჲ არღარაჲ შეუდგინა, — არცა მოქცევაჲ ბოროტთაგან, არცა შევრდომაჲ სულ-თქუმით და გლოვით; ამისთჳს მოციქულთა მიმოდააწესეს წამებაჲ იგი სიტყჳსაჲ მის, ესე იგი არს, განამტკიცნეს ყოველნი, რაჲთა არღარა სცთებოდიან ოცნებათაგან და სივერაგეთა სიმონისთა, და თჳთ კუალად-იქცეს მუნვე იერუსალემდ, სადა-იგი იყო უმეტესი ბრძოლაჲ და ბანაკი მკლველთაჲ, რამეთუ მიერ-კერძო ჯერ-არს ყოფაჲ მჴედართმთავართაჲ, ვინაჲცა უმეტესი იყოს ბარაკი მბრძოლთაჲ, და უმრავლეს — სიმძიმე წყობად მოსრულთაჲ. ხოლო შენ იხილე, ვითარ მგზავრ არა-ვე დააცადეს ქადაგებაჲ, არამედ მოსწრაფე იქმნნეს, რაჲთა ქალაქსა თანა სამარიასა დაბნებიცა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის