მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 8:18

17. მაშინ დაასხმიდეს ჴელთა მათ ზედა, და მიაქუნდა სული წმიდაჲ.18. ვითარცა იხილა სიმონ, რამეთუ ჴელთ-დასხმითა მით მოციქულთაჲთა მოეცემის სული წმიდაჲ, მიუპყრა მათ ფასი19. და ჰრქუა: მომეცით მეცა ჴელმწიფებაჲ ესე, რაჲთა, რომელსაცა დავასხნე ჴელნი, მიაქუნდეს სული წმიდაჲ. ჰრქუა მას პეტრე:
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 8
18. ვითარცა იხილა სიმონ, რამეთუ ჴელთ-დასხმითა მით მოციქულთაჲთა მოეცემის სული წმიდაჲ, მიუპყრა მათ ფასი
თავი ი̂ა. ორგულებისათჳს და შერისხვისა სიმონისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ვითარცა იხილა სიმონ, რამეთუ ჴელთ-დასხმითა მოციქულთაჲთა მოეცემის სული წმიდაჲ, მიუპყრა მათ ფასი და ჰრქუა: მომეცით მეცა ჴელმწიფებაჲ ესე, რაჲთა, რომელსაცა დავასხნე ჴელნი, მიაქუნდეს სული წმიდაჲ. ჰრქუა მას პეტრე: ვეცხლი ეგე შენი შენ თანავე იყავნ წარსაწრყმედელად შენდა, რამეთუ ნიჭსა მას ღმრთისასა ჰგონებ ფასითა მოპოვნებად. არა გიც შენ ნაწილი, არცა სამკჳდრებელი სიტყუასა ამას შინა, რამეთუ გული შენი არა არს წრფელ წინაშე ღმრთისა (8,18-21).:

თარგმანი: მოიჴსენო რაჲ იუდაჲსი მოციქულად ჩინებაჲ ქრისტეს მიერ, ნუ გიკჳრს ფილიპესგან ნათლის-ცემაჲ სიმონისი, რამეთუ ამის ესევითარისა განგებულებისა ცნობაჲ არა კაცთაჲ არს, გარნა ღმრთისა მხოლოჲსაჲ, ხოლო ჩუენ ესე ვისწავოთ, ვითარმედ დასაბამსა მოციქულთა ქადაგებისასა, ვინაჲთგან ჯერეთ ჩჩჳლ იყვნეს მორწმუნენი, ამისთჳს არა მსგავსად აწინდელისა ნათელღებულთა ზედა უხილავად სულისა წმიდისა გარდამოსლვისა იჭრებოდა მაშინ, არამედ განცხადებულითა რაჲთმე სახითა უჩუენებდა უხილავად მოსლვასა თჳსსა, ვითარ-იგი ათორმეტთა მათ კაცთა ნათელ-იღეს რაჲ პავლესგან, მყის მოსლვასავე თანა მათ ზედა სულისასა იწყეს სიტყუად ენათა. ესევითარი რაჲმე ხილული სასწაული იხილა სიმონ და ამისთჳს ითხოვდა სხუათა მიცემისა ჴელმწიფებასა მისსა, რომელი თჳთ არა მიეღო ჯერეთ, და უნდა, რაჲთა არღარა ოცნებით აზმნობდეს, ვითარ-იგი ჰყოფდა სასწაულთა ოცნებით და არა ჭეშმარიტებით, არამედ ჭეშმარიტებით ძალ-ედვას ქმნად, ვითარ-იგი მოციქულნი ჰყოფდეს. და ამის მიზეზისათჳს მიუპყრა ფასი, რაჲთა გამოცადნეს მოციქულნი ანუ აცთუნნეს-ცა. და კუალად, რაჲთა ფასით სყიდულსა უმეტესის ფასის ჰყიდდეს. ამას თანა ფილიპესსაცა უაღრეს უნდა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, ნუცა დაუგებთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა, ნუუკუე დათრგუნონ იგი ფერჴითა მა-თითა და მოიქცენ და განგხეთქნენ თქუენ“ (7,6).:

...მეცა ჴელმწიფობაჲ ესე, რაჲთა რომელსა დავსდვა ჴელი, მიიღოს სული წმიდაჲ. მაშინ ჰრქუა მას პეტრე: ვეცხლი ეგე შენი შენ თანავე იყავნ წარსაწყმედელად შენდა, რამეთუ ნიჭსა მას ღმრთისასა ჰგონებ ფასითა მოპოვნებად. არა გიც შენ ნაწილი, არცა სამკჳდრებელი სიტყუასა ამას შინა, რამეთუ გული შენი არა არს წრფელ წინაშე ღმრთისა“. ჭეშმარიტად ძაღლთა და ღორთა უძჳრეს იყო იგი. ამისთჳსცა არა მისცეს მოციქულთა სიწმიდე იგი, არცა წინადაუდვეს მარგალიტი იგი მრავალსასყიდლისაჲ, რაჲთა არა დათრგუნოს.

ეგრეთ იყო ალექსანდრეცა, რომლისათჳს მიუწერს პავლე ტიმოთეს, ვითარმედ: „ალექსანდრე მჭედელმან მრავალი ბოროტი შემაჩუენა მე. მიაგოს უფალმან საქმეთა მისთაებრ. რომელსა შენცა ეკრძალე, რამეთუ ფრიად წინააღმიდგა იგი სიტყუათა ჩემთა“. და კუალად იტყჳს: „რომელ-თა ემოსოს ხატი ღმრთისმსახურებისაჲ და ძალსა მისსა უარ-ჰყოფდენ, ამათ განეშორე“. და ტიტეს ეგრეთ მიუწერს, ვითარმედ: „ერესიოტსა კაცსა ერთითა და ორითა სწავლითა განეშორე“, რომელ არს მწვალებელი. არა თუ საიდუმლონი იგი ჩუენნი უძლურებისა სახე არიან და ვნებისა მიზეზ ექმნებიან, არამედ იგინი...

სრულად ნახვა