მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 8:1

1. ხოლო სავლე იყო თანა-ჯერმჩინებელ მოკლვასა მისსა. იყო მას დღესა შინა დევნულებაჲ დიდი ეკლესიათა მათ ზედა, რომელნი იყვნეს იერუსალჱმს. და ყოველნივე განიბნინეს სოფლებსა მას ჰურიასტანისასა და სამარიაჲსასა, თჳნიერ ხოლო მოციქულთა.2. და შემოსეს სტეფანე კაცთა ღმრთის მოშიშთა და ყვეს ტყებაჲ დიდი მის ზედა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 8
1. ხოლო სავლე იყო თანა-ჯერმჩინებელ მოკლვასა მისსა. იყო მას დღესა შინა დევნულებაჲ დიდი ეკლესიათა მათ ზედა, რომელნი იყვნეს იერუსალჱმს. და ყოველნივე განიბნინეს სოფლებსა მას ჰურიასტანისასა და სამარიაჲსასა, თჳნიერ ხოლო მოციქულთა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, ნუცა დაუგებთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა, ნუუკუე დათრგუნონ იგი ფერჴითა მა-თითა და მოიქცენ და განგხეთქნენ თქუენ“ (7,6).:

...ნ რაჲ, სხუად ფერად იცვალებიან, მბრძოლ და წინააღმდგომ იქმნებიან, მოკიცხარ და მაბრალობელ, ვითარცა იყო უკეთური იგი სიმონ, რომლისათჳს წერილ არს: „და რაჟამს ჰრწმენა ფილიპესი სახარებაჲ სასუფეველისათჳს ღმრთისა და სახელისათჳს იესუ ქრისტესისა, ნათელ-იღებდეს მამანი და დედანი. და სიმონსცა თჳთ ჰრწმენავე და ნათელ-იღო“. და მერმე იტყჳს: „ვითარცა იხილა სიმონ, რამეთუ ჴელისა დადებითა მოციქულთაჲთა მოეცემის სული წმიდაჲ, მიუპყრა მათ ფასი და ჰრქუა: მომეცით მეცა ჴელმწიფობაჲ ესე, რაჲთა რომელსა დავსდვა ჴელი, მიიღოს სული წმიდაჲ. მაშინ ჰრქუა მას პეტრე: ვეცხლი ეგე შენი შენ თანავე იყავნ წარსაწყმედელად შენდა, რამეთუ ნიჭსა მას ღმრთისასა ჰგონებ ფასითა მოპოვნებად. არა გიც შენ ნაწილი, არცა სამკჳდრებელი სიტყუასა ამას შინა, რამეთუ გული შენი არა არს წრფელ წინაშე ღმრთისა“. ჭეშმარიტად ძაღლთა და ღორთა უძჳრეს იყო იგი. ამისთჳსცა არა მისცეს მოციქულთა სიწმიდე იგი, არცა წინადაუდვეს მარგალიტი იგი მრავალსასყიდლისაჲ, რაჲთა არა დათრგუნოს.

ეგრეთ იყო ალექსანდრეცა, რომლისათჳს მიუწერს პავლე ტიმოთეს, ვითარმედ: „ალექსანდრე მჭედელმან მრავალი ბოროტი შემაჩუენა მე. მიაგოს უფალმან საქმეთა მისთაებრ. რომელსა შენცა ეკრძალე, რამეთუ ფრიად წ...

სრულად ნახვა